ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმპრესია
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2012


შუქნიშანი



ამ გამზირზე,
როცა ხელგაშვებულს მივლია -
შენიდან ჩემამდე,
ზუსტად იმდენი შეცდომა ჩავიდინე,
რამდენი აკრძალვის წითელი ნიშანიც
შემხვდა და დამემუქრა:
-არ შეუხვიო!
-არ შეჩერდე!
-არ გადახვიდე!
მე ახლა სულაც – ნარინჯისფერ ოთახში ვცხოვრობ,
(ლოდინის ფერი.)
და თუ კი ისევ - გაზაფხული
"წასვლისფერად" გაიფოთლება,
გამიყვანე თვალახვეული!
შემოვლითი გზებით მატარე,
უკან მოსასვლელი - ვეღარ უნდა დავიმახსოვრო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები