 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 27 აპრილი, 2012 |
ცრუ პოეტების იმართება ალბათ სამიტი, ეს იმ დროს, როცა გალას წიგნი სადღაც ობდება... 13 ნოემბერს შეიკრიბა წევრი ცამეტი, რომ გამოხატონ საკუთარი ყალბი გრძნობები. მათგან პირველი უკირკიტებს რაღაც მისტიკას, ძველი ლექსებით თავს გვაბეზრებს ღმერთის თემაზე... არქონილ წარსულს მომავალი დროით მისტირის, რომ დემონებმა მოიტაცეს მისი ემბაზი. ხოლო მეორე რომანტიზმის მსუბუქ ბადეში ჩვეული ეშხით და სიმთვრალით როცა ეშვება, მისგან სახსოვრად გვრჩება მხოლოდ ცხელი ბალიში და ღამღამობით ნავამპირალ ღმერთის ეშვები. მესამე პოეტს მუდამ შვენის ჩალმა და კაშნე, ზედაპირული პოეტია-ყავისფერ ჩანთით... ვიცი, ყველაფერს ერთი ხელის მოსმით რომ წაშლი, ღამეს ერქმევა ამნეზია და რიგში ჩავდგეთ, სადაც მეოთხე პოეტი და სადაც მეხუთე, ყველა დინებას პოეზიისას უღვთოდ ამდორებს, რომ ალბათ მთვარეს შევინახავ სადმე უყუთოდ და კოლოფს ამას კოლაფსივით სჭირდეს პანდორა. პოეტს-მეექვსეს, სარითმავად ხვდა ციფრი 6, მახსოვს იგივე შემართებით რომ ვნახე შარშან და ასონანსად მოიფიქრა მან სიტყვა:"ლექსი" და მისი ლექსიც უხეირო სიტყვადვე დარჩა. პოეტს-მეშვიდეს მზერა ჰქონდა უცხო და მშვიდი, ფუჭად ფიქრობდა:"გენიალური არის მარტივი"... ვერ ინახულა ხანძთა, ოშკი, ბანა, სამშვილდე და ახლაც დადის დედამიწის ემიგრანტივით. მერვე პოეტი დანარჩენებზე მეტად ცრუ არის, რადგან იზიდავს ყველა თამაში, უფრორე სიტყვის... მას არ აოცებს მანდილი და ფატა-ვუალი, უყვარს დალევა და მირთმევა შემწვარი ნიყვის. პოეტი-მეცხრე ბავშვობაში დასდევდა მერცხლებს, ვაშლს იპარავდა და თიკუნი ჰქონდა:"ნიუტონ"... საკმარისია მისთვის ახლა 29 ვერცხლი, ქრისტე კი არა, რომ გაყიდოს თავად იუდა! შემდეგის ძალით პოეტების რიცხვი გაათდა, პოეტს-მეთეს ტყუილების რად აქვს ქაოსი? მარცხენა მაჯას, რომ უმშვენებს მამის საათი, თვეში ერთხელაც არ აკითხავს სასაფლაოზე. დანარჩენ სამზე ვისაუბროთ, ძვრფასო, სხვა დროს, სასაუბრო ხომ გაცილებით უფრო მეტია და მე, მეათე, აღსარება ვუყვები პადრეს, სულ დამავიწყდა, იგი ჩვენი მეთოთხმეტეა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ლეა რაცხა ვერ ხოოო? ლეა რაცხა ვერ ხოოო?
8. ბოდიში მაგრამ ლექსი არ ვარგა, რაც მთავრი იყო და რამაც შემაძლებინა მომწონებოდა ეს ნაწერი იყო სიმართლე... კვლავ სიმართლეეეე სულლლ და მარად ბოდიში მაგრამ ლექსი არ ვარგა, რაც მთავრი იყო და რამაც შემაძლებინა მომწონებოდა ეს ნაწერი იყო სიმართლე... კვლავ სიმართლეეეე სულლლ და მარად
7. საინტერესო იყო იმიტომ რომ სიმართლე თქვი, ხშირად და ბევრი საინტერესო იყო იმიტომ რომ სიმართლე თქვი, ხშირად და ბევრი
4. kargi leqsia! kargi leqsia!
3. კარგი ლექსია. კარგი ლექსია.
2. კარგი ლექსია! კარგი ლექსია!
1. რაღაც-რუღაც სიმართლეები კი არიან აქა, მაგრამა "დედა რა ლექსი ვნახეო" ვერ ვტყვი :) მაინც დავტოვებ შეფასებას +3 რაღაც-რუღაც სიმართლეები კი არიან აქა, მაგრამა "დედა რა ლექსი ვნახეო" ვერ ვტყვი :) მაინც დავტოვებ შეფასებას +3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|