ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი_ანი
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2012


მუცოს

სიზმრად გიხილე მუცოვ
ზედ გადაგკვროდა ჯანღი
იდექ მარტოკა უნდოდ
ვით დაჩაგრული ბალღი.
იდექ პირქუშად ჩემო
იდექ უძრავად ჩუმად
შენზე ფიქრმა და დარდმა
არღუნიც დაადუმა.
...ვიდექ მარტოკა უნდო
ზედ გადამკვროდა ჯანღი
გიცქერდი ცრემლიანად
ვით დაჩაგრული ბალღი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები