ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2012


უხაბაზოდ დარჩენილი ქვეყანა

დღეს დილით რომ პური დაცხვა,
არც ჩემია და არც შენი ცეხვილი,
ობლის პურიც მიაბრძანეს ეშაფოტს,
ჩამოახრჩეს თოკით სისხლში გრეხილით.
სიმხურვალით თონე კვნესის,
პური ცხვება მეტად მდარე ხარისხის,
ცომის მომზელს მოაკვეთეს ხელები,
ახალმა კი, არაფერი არ იცის.
უხაბაზოდ დარჩენილა ქვეყანა,
სულსა და გენს ემუქრება შიმშილი,
დუჟით პირზე პურის ცხობას იბრალებს,
ორგანიზმი ეშმაკისგან შეშლილი. 
არ გამოვა უცხო თესლმა,
აცხოს პური ქართული,
ის, ლოცვაში იზილება,
და ზედ სანთლით ერისიგან ნათლულით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები