 | ავტორი: ნინეხ ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 11 მაისი, 2012 |
სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა მწერლის საზრუნავი მუდამ ადამიანი იყო. ამაზე წერდა კაფკა, ფოლკნერი, ჰამსუნი. მათი ადამიანები გაუცხოებულნი, გარიყულნი არიან საზოგადოებისგან. ხოლო ამ საზოგადოების დამოკიდებულება ასეთი ადამიანის მიმართ ყოველთვის მტრული და სასტიკია. რაც შეეხება ინტელექტუალურ რომანს, დასავლურთან შედარებით, ქართული ინტელექტუალური რომანი ძალიან მწირია. ევროპაში ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში, 20-იან წწ-ში გამოჩნდა ჯოისი, რომლის ,,ულისეც” საერთოდ ნიმუშია ინტელექტუალური რომანისა. ,,ულისე’’ 1922 წლის 2 თებერვალს გამოქვეყნდა. ეს იყო სრულიად ახალი მწერლობა თავისი ცნობიერების ნაკადით, შორეული ასოციაციებით, ალუზიებითა თუ პაროდიული ანალოგებით. ,,ულისეში” კი ამის გარეშე ვერცერთ აბზაცს ვიპოვით. Nნაწარმოები იწვევს მკითხველს, მუშაობს მის ინტელექტზე. ეს წნეხი იმდენად ძლიერია, რომ იგი დამთრგუნველადაც კი მოქმედებს. სიუჟეტი ხშირად ბუნდოვანია, ხანდახან გაუგებარია დრო. ჯოისი თითქმის არ ხმარობს სასვენ ნიშნებს, მკითხველზე აშკარად მოქმედებს მუსიკაც. Eესაა ახალი, სრულიად განსხვავებული ფორმა ადამიანის პიროვნების აღმოსაჩენად, რისკენაც ყველა მწერალი ისწრაფვის. ჯოისისთვისაც, მთავარი ადამიანის დაფარული სამყაროს ჩვენებაა. ამას ალბათ, იდეალურად შეძლებდა სწორედ ამ შინაგანი მონოლოგებით, რითაც ჩვენ პიროვნების შიგნით გვახედებს მწერალი, სადაც აზრები ნაწყვეტ-ნაწყვეტ, არეულად დაბორიალობენ და რაიმე ასოციაციას ლოგიკურად კი არ მოსდევს შემდეგი ფიქრი თუ ალუზია, არამედ უცებ წყდება და ახლა უკვე სხვა ანალოგიები ხვავდება გონებაში, აზრიდან აზრზე ხტომა, ფიქრის წყვეტა და აქედან, ამ არეულობიდან გამომდინარე უფრო შესაძლებელია გმირის შინაგანი სამყაროს, მისი ფსიქოს დანახვა. რადგან ეს ის ,,ატომებია”, ,,რომლებიც გონებას აწვიმს იმ თანამიმდევრობით, რა თანამიმდევრობითაც ,,ცვივა” ისინი... ყოველი ნანახი და განცდილი, რაც კი ცნობიერებაში დაილექება, რაგინდ დაუკავშირებელ გაუგებარ ქარგას არ ქმნიდნენ გარეგნულად”. მხატვრული ნაწარმოები სათაურიდანვე გვამცნობს ხოლმე თხზულების ძირითად იდეასა თუ თემას. ასეთივეა ,,ულისეც”. მწერალმა ჰომეროსის ,,ოდისეას” ზოგადი სქემა გამოიყენა, ნაწარმოები დაყოფილია ეპიზოდებად: ,,ტელემაქე”, ,,ნესტორი”, ,,პროტევსი’, ,,ლოტოფაგები”, ,,ყვავილი”... სახელი ულისეც ბერძნული ოდისევსის შესატყვისია. ტექსტში მრავლადაა ჩართული სხვადასხვა ინგლისელ, ამერიკელ თუ ირლანდიელ მწერალთა ტექსტები, რემინისცენციები მათ ესსეებთან, გვხვდება ბიბლიური, ჰომერული ჩანართები, თანამედროვე პოეზია, ხელოვნება, მუსიკა, ნაწყვეტები, სტროფები ძველი ირლანდიური სიმღერებიდან თუ საბავშვო ლექსებიდან. მოქმედი გმირები კი ზოგი ისტორიულად არსებული პიროვნებაა, ზოგი კი ჯოისის უკვე კარგად ნაცნობი ნაწარმოებებიდან გვხვდება. ესეც ერთგვარი დამახასიათებელი შტრიხია ამ ჟანრის მწერლობისათვის და სწორედ ამ ფაქტის გამოც იყო გ. გეგეშიძის ,,ცოდვილის” ინტელექტუალური პროზისთვის მიკუთვნების მცდელობა. ,,ცოდვილში” ჩნდება პერსონაჟი (ასტამური), რომელიც მანამდე გ. გეგეშიძის სხვა ნაწარმოებში (,,ეშმაკის მოსახვევი”) მთავარი მოქმედი პირია. ,,ცოდვილში” უკვე დაღუპული ასტამურის შესანდობარს სვამს ელამი ძუკუ. სხვა მწერლების შექმნილი თემების, სიუჟეტების ხელახლა წინ წამოწევა ჯოისისეული ტენდენციაა. ,, _წინ წამოსწიოს სხვა მწერლების მიერ შექმნილი სიტუაციები, სიუჟეტები, თემები და ცოტათი ენაც კი...”. ასეთი კი ბევრია: შექსპირი, გოეთე, ბაირონი, ჯონათან სვიფტი, რობერტ ბერნსი, ტომას მური, ელფრიდ ტენისონი... ჰომეროსისეული კი მთლიანად ნაწარმოების სტრუქტურაა, მათი დასათაურება. უამრავი ძნელად დასაკავშირებელი ალუზიებით დამძიმებული ტექსტი გაჟღენთილია ჯოისისეული უხეში იუმორით, ზოგჯერ სარკაზმითაც კი. მწერალი სტივენ დედალოსისა და ბლუმის სახით გვაძლევს ორ რადიკალურად განსხვავებულ ,,მე”-ს. აქედან პირველი, შეიძლება ითქვას, რომანის ძირითადი სიმბოლო-ნიშანსვეტის _ მამისა და ძის შემომტანია, ხოლოLლეოპოლდ ბლუმი არის პერსონაჟი, რომელიც გაცილებით ,,მიწიერია” და მისი გონება მხოლოდ ელემენტარული ყოფითი პრობლემებითაა დაკავებული და მას სტივენივით მაღალ მატერიებზე ფიქრისთვის ,,არ სცალია”. ,,ლეოპოლდ ბლუმის ცნობიერების ნაკადი არსებითად განსხვავდება სტივენ დედალოსის ცნობიერების ნაკადისგან... ის, რაც სტივენის ჰამლეტური რეფლექსიის პაროდირებას შეადგენდა მესამე ეპიზოდში, ბლუმის მეტყველებასა თუ ფიქრებში ორდინალური დუბლინელი მოქალაქის საგანგებოდ მიწიერ და ბანალურ ყოფას გამოხატავს... თუ განათლებული სტივენ დედალოსის ცნობიერების ნაკადისთვის ჰომეროსი, არისტოტელე თუ შექსპირი ორგანული იყო... პოლ დე კოკის ბულვარულ რომანებზე აღზრდილი ლეოპოლდ ბლუმის ცნობიერების ნაკადში საკუთრივ ჰომეროსული მასალის კვალი ისე თვალნათლივ არ ჩანს, რადგან ოდისევსი, რომლის პაროდიულ სახესაც წარმოადგენს ბლუმი, რომანის ავტორისთვის არის ნაცნობი...”. ჯოისის ინტერესის საგანს მშობლიური ირლანდიისა და დუბლინის მაცხოვრებლები წარმოადგენენ. ამ პატარა ლოკალში მოხვედრილი ადამიანების დიდი შინაგანი სამყაროს ჩვენება უნდა დანარჩენი მსოფლიოსთვის. იგი ისე განიცდის ბლუმის სულიერ სიღატაკეს, როგორც სტივენის შინაგან ტრაგიზმს. მწერალი ცდილობს ,,მოაბრუნოს” ბლუმი, რადგან მას არ სურს დაკარგოს ადამიანი, ამიტომ ცდილობს ,,მონახოს აზრი ადამიანური არსებობისა... ასპარეზი მოუძებნოს ღრმად ჩამარხულ ჰუმანიზმს...”. თუმცა სწორედ ამის შეუძლებლობა ხდის მწერალს პესიმისტად, რადგან ბლუმი ყველაფერთან ერთად ნარცისიცაა. ნარცისიზმი კი რომანში მორალურ, ფსიქოლოგიურ და მითიურ პლანებში წარმოიდგინება: პირველი ქედმაღლობას გულისხმობს, მეორე _ ინფანტილიზმს, უკანასკნელი კი სიკვდილს. ჯოისი ,,სასტიკია” ბლუმის მიმართ. ეპიზოდში ,,ჰადესი” მთელი სიმძაფრით ჩანს ბლუმის მარტოობა, ტანჯვა ადიულტერის მუდმივი წარმოდგენის გამო (ბლუმის ცნობიერებაში ხომ ადიულტერი იყო ყველაზე მკვეთრი განცდა) და ეს არ ხდება იმიტომ, თითქოს ჯოისს სტივენზე ნაკლებად უყვარს ბლუმი. სტივენი, მიუხედავად დიდი შინაგანი ბრძოლებისა, უაღრესად ტრაგიკული ცნობიერებით, მაინც ის ადამიანია, რომელიც მოახერხებს საკუთარი ,,მე”-ს გადარჩენას, ხოლო მწერალი ბლუმთან ერთად ეწამება ამ გმირის ადამიანური უუნარობის, სულიერი სიღარიბის გამო. დაახლოებით იგივე დამოკიდებულება აქვს მ. ჯავახიშვილს თეიმურაზ ხევისთავის მიმართ _ იგი თეიმურაზის სრული სულიერი დაცემით თეიმურაზსავე მიმართავს აღდგომისკენ, რადგან გმირის სულიერი კრახით იწყება ამ გმირისავე ხელახალი ცხოვრება. ამიტომაც წარმოიდგინება ბლუმი ქრისტეს პარაბოლით ,,ლოტოფაგების” ეპიზოდში. ნელ-ნელა ამ ორი გმირის _ დედალოსისა და ბლუმის საერთო მახასიათებელი იკვეთება. ჯოისი სტივენის სულიერი მარტოობის გამოაშკარავებით მას ასევე მარტოსულ, ყველასგან განდგომილ ბლუმს შინაგანი სამყაროთი უნათესავებს და ,,ამდენად თავის ორივე გმირს საკუთარ ავტობიოგრაფიულ ფონს უნაწილებს...”. ,,ულისეში” მრავლად არის ბუნდოვანი ადგილები, სადაც ავტორიც იკარგება და პერსონაჟიც არ არის გამოკვეთილი. სწორედ აქ ხდება მკითხველის გააქტიურება, განუსაზღვრელი ადგილების შევსება, გაცოცხლება, აქტუალიზაცია, კონკრეტიზაცია, რეკონსტრუქცია, მაგრამ აქაც, მკითხველი შეიძლება ავტორმა მართოს, ხოლო ეს დამოკიდებულია ეპოქასა და ჟანრზე. ,,ულისეში” კი ამ რომანის ჟანრის გამო, არ შეიძლება ჯოისის მართვას არ დამორჩილდეს მკითხველი. ,,ულისე” ესაა კიდევ ერთი მწარე სინამდვილე ადამიანის პიროვნების დაკარგვის. ესაა მწერლის მცდელობა, შემოაბრუნოს ადამიანი ადამიანისკენ და ,,ჯოისი ადამიანს ღორული და უმნიშვნელო არსებობისკენ კი არ მოუწოდებს,” წერს ნიკო ყიასაშვილი, ,,არამედ მთელი თავისი მწერლური ხმით კივის ადამიანის დაკნინების გამო”.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ტექნიკური პროგრესი...ლიტერატურა...დაკარგული ადამიანისა და ადამიანურობის ძიება...
კარგი წერილია ეს და არა მარტო ეს. ტექნიკური პროგრესი...ლიტერატურა...დაკარგული ადამიანისა და ადამიანურობის ძიება...
კარგი წერილია ეს და არა მარტო ეს.
10. ახალიიყო..........ცნობიერების ნაკადი...ჰამსუნს აქვს მანამდე...ერტს მარტო..:/ ასერო...ახალი გამოდის..... ტურამე სხვა იცი.....დაწერე....ეს მენტორული ტონები მკლავსიმენა....:/ რამეს როცა წერ დაასაბუტერა.:| აი პასუხის გაცემაცკიარ მინდოდა..... ვაბშე....ბლაჰ. ახალიიყო..........ცნობიერების ნაკადი...ჰამსუნს აქვს მანამდე...ერტს მარტო..:/ ასერო...ახალი გამოდის..... ტურამე სხვა იცი.....დაწერე....ეს მენტორული ტონები მკლავსიმენა....:/ რამეს როცა წერ დაასაბუტერა.:| აი პასუხის გაცემაცკიარ მინდოდა..... ვაბშე....ბლაჰ.
9. არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი...
თხრობა კი შესანიშნავი აქვს ამ გოგოს...
ნინე...თუ მოგეპოვება ელ. ვერსია ..... მსტყორცნე..:)
არ ვიცი ვერაფერს ვიტყვი...
თხრობა კი შესანიშნავი აქვს ამ გოგოს...
ნინე...თუ მოგეპოვება ელ. ვერსია ..... მსტყორცნე..:)
8. "ეს იყო სრულიად ახალი მწერლობა"
დაარწმუნებული ხარ? "ეს იყო სრულიად ახალი მწერლობა"
დაარწმუნებული ხარ?
7. საინტერესოა... +1 საინტერესოა... +1
6. :დ.......შენ იყავი რტულიდა....:დ :დ.......შენ იყავი რტულიდა....:დ
5. პ.ს ეს ინფორმაციული მასა რომ ჩაყარო ხორცისგასატარებელ მანქანაში ...კარგი ძეხვის "ეტიკეტი" გამოვიდოდა
წარმატებები სიმარტივეში :) პ.ს ეს ინფორმაციული მასა რომ ჩაყარო ხორცისგასატარებელ მანქანაში ...კარგი ძეხვის "ეტიკეტი" გამოვიდოდა
წარმატებები სიმარტივეში :)
4. ამ ნაკადიდან მხოლოდ ფოლკნერის ,,აბესალომ, აბესალომ" მაქვს წაკითხული და ისიც დიდი წვალებით. რამდენადაც ვიცი, ეს რომანიც ,,ხმაური და მძვინვარების" ციკლიდანაა. კითხვის დროს ვაცნობიერებ იმდენს, რომ რაღაც ძალიან დიდთან მაქვს შეხება, მაგრამ მაინც მიჭირს კითხვა, სამწუხაროდ მხოლოდ ამის გაცნობიერება არ მყოფნის სტიმულატორად :) ,,ულისეს" კითხვაც ორჯერ დავიწყე, მაგრამ ორივეჯერ მოვეშვი. ალბათ ,,გაზრდა" მაკლია როგორც მკითხველს, რომ დავამუღამო ეს მიმდინარეობა. ამ ნაკადიდან მხოლოდ ფოლკნერის ,,აბესალომ, აბესალომ" მაქვს წაკითხული და ისიც დიდი წვალებით. რამდენადაც ვიცი, ეს რომანიც ,,ხმაური და მძვინვარების" ციკლიდანაა. კითხვის დროს ვაცნობიერებ იმდენს, რომ რაღაც ძალიან დიდთან მაქვს შეხება, მაგრამ მაინც მიჭირს კითხვა, სამწუხაროდ მხოლოდ ამის გაცნობიერება არ მყოფნის სტიმულატორად :) ,,ულისეს" კითხვაც ორჯერ დავიწყე, მაგრამ ორივეჯერ მოვეშვი. ალბათ ,,გაზრდა" მაკლია როგორც მკითხველს, რომ დავამუღამო ეს მიმდინარეობა.
3. ტუ ცნობიერების ნაკადი არ...გიყვარს..ვერ...:უ იმენა უნდა გიყვარდეს...:უ ტორე დაგტანჯავს.............:უ ყველაფერი წნეხივიტ მოქმედებს....სხვადასხვა ენებზე ლაპარაკი...მუდმივი ალუზიები....უამრავ რამესტან...ლიტერატურული გადაძახილები.....მუსიკა ბოლოსდაბოლოს....:უ ფოლკნერიტ დაიწყე...:ყეს:.. და მადლობა...:უ ტუ ცნობიერების ნაკადი არ...გიყვარს..ვერ...:უ იმენა უნდა გიყვარდეს...:უ ტორე დაგტანჯავს.............:უ ყველაფერი წნეხივიტ მოქმედებს....სხვადასხვა ენებზე ლაპარაკი...მუდმივი ალუზიები....უამრავ რამესტან...ლიტერატურული გადაძახილები.....მუსიკა ბოლოსდაბოლოს....:უ ფოლკნერიტ დაიწყე...:ყეს:.. და მადლობა...:უ
2. რამდენადაც მახსოვს, ,,ულისე" მეოცე საუკუნის უდიდეს რომანად აღიარა მსოფლიომ, მაგრამ მაინც ,,ვერ" მაქვს წაკითხული. ეს ავტორი ისე ,,მაგდებს ნამუსზე", რომ მგონი უახლოეს მომავალში მთელ ,,ცნობიერების ნაკადს" წამაკითხებს [:))] 5 და წარმატებები! რამდენადაც მახსოვს, ,,ულისე" მეოცე საუკუნის უდიდეს რომანად აღიარა მსოფლიომ, მაგრამ მაინც ,,ვერ" მაქვს წაკითხული. ეს ავტორი ისე ,,მაგდებს ნამუსზე", რომ მგონი უახლოეს მომავალში მთელ ,,ცნობიერების ნაკადს" წამაკითხებს [:))] 5 და წარმატებები!
1. უიმე...რამხელა სატაური გამოსულა...:ო..:/ უიმე...რამხელა სატაური გამოსულა...:ო..:/
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|