 | ავტორი: ნინეხ ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 14 მაისი, 2012 |
იასუნარი კავაბატა თავის ერთ-ერთ წერილში რომანის შესახებ წერს: ,,დარწმუნებული არა ვარ, რომ ეს ჩვენი საუკუნის ხელოვნების ყველაზე შესაბამისი ფორმაა, და რომ საერთოდაც რომანის ეპოქა დასასრულს არ უახლოვდება...”. სტანდარტული რომანის უარყოფაა სწორედ კაფკას რომანები. კაფკას სურს ,,ისეთივე მტანჯველი პროზის შექმნა, როგორიც მის მიერ აღწერილი პროცესია. ოცი წლის კაფკა წერს: ,,ვფიქრობ, უნდა ვიკითხოთ მხოლოდ ისეთი ნაწარმოები, რომლებიც გვქენჯნის და გვაწამებს. თუ წიგნი სულით ხორცამდე არ შეგვძრავს, მაშინ რაში მდგომარეობს მისი დანიშნულება? განა მან ბედნიერება უნდა განგვაცდევინოს? ბედნიერნი სწორედ მაშინ ვართ, როდესაც წიგნები ხელთ არა გვაქვს... ლიტერატურა ჩვენზე ისეთივე ზემოქმედებას უნდა ახდენდეს, როგორც _ დიდი უბედურება”. სწორედ ასეთია ფ. კაფკას ,,პროცესი”, სადაც ზნეობრივი პიროვნება გაუცხოებულია სამყაროსთან საკუთარი მორალურ-ეთიკური შეხედულებების გამო. იოზეფ კ.-სთვის პირდაპირ წამოუდგენელი და არარეალურიაა ის ქმედებები, რასაც ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ ოთახში, დაპატიმრებისას ხედავს. არარეალური და ცოტა უაზროც ეჩვენება ეს ე. წ. ,,დაპატიმრებაც”. წარმოუდგენელია ის დაწესებულებაც და იქ მომუშავე პერსონალი, რომელსაც იოზეფ კ. აწყდება თავისი დაპატიმრების შემდეგ. არავინ იცის, რისთვის დააკავეს, რა დანაშაული ჩაიდინა. ბრალდებებზე არც სასამართლო დარბაზში საუბრობს ვინმე. მხოლოდ ,,პროცესის” დაწყებიდან იგებს იოზეფ კ., რომ ამ ამბავში უამრავი ადამიანია ჩართული. არსებობს უამრავი ,,დამნაშავე” და მათი ვექილები. იოზეფისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ეკიდება ეს ხალხი ამ რაღაც პროცესებს ასე სერიოზულად. თუმცა, რომანის გმირი მალე რწმუნდება, რომ თუ თვითონაც რამე არ იღონა, მთელი ცხოვრება კოშმარად ექცევა. ამიტომაც, ისიც ერთვება ამ საყოველთაო ისტერიაში და ეძებს გამოსავალს. მის გაკვირვებას იწვევს ისიც, რომ სასამართლოსთანაა დაკავშირებული თითქმის ყველა გარშემომყოფი: მხატვარი, მღვდელი, პატარა გოგონები... იოზეფს ჯერ კიდევ კარგად არ აქვს გაცნობიერებული ის, რომ ,,სავალდებულო არაა ყველაფერი სიმართლედ მიიჩნიო, მაგრამ ამის აუცილებლობა უნდა შეიგნო”, იოზეფ კ.-ს კი მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისის გაზიარებით ,,მსოფლიო წესრიგს სიცრუე დაედება საფუძვლად”. ამიტომაა იოზეფ კ. განწირული, რადგან გარშემო თურმე ყველა ასეთ სიცრუეში ცხოვრობს და იოზეფის შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად, კვლავ ასე გაგრძელდება. ყველა ბიუროკრატიას ემორჩილება. ,,პროცესში” ბიუროკრატიული და ,,ლაბირინთულია” არა ოთახები, სადაც აღმოჩნდება იოზეფ კ., და არც ის ადამიანები, რომლებიც წინ ეღობებიან მას, არამედ _ უსასრულო დრო, რომელიც საჭიროა სადმე გასასვლელად. კაფკასთან ლაბირინთულია თავად დრო”. ასეთ დროს არ გააჩნია დასასრული, მიჯნა რაციონალური დანიშნულება და სწორედ ამიტომაა ბიუროკრატიული. იგი ყველაზე კარგად ასახავს რეალობის ჭეშმარიტ სურათს. ასეთ ჭეშმარიტებაში კი ჯობია შეეგუო ყველაფერს, რაც შენს გარშემო ხდება, ვიდრე იცხოვრო შენს გამოგონილ სამყაროში, რადგან ამ ბიუროკრატიის მარწუხები ერთ დღეს მაინც მოგწვდება და გამოგიყვანს შენი წარმოდგენებიდან. ასე დაემართა იოზეფ კ.-საც, მან თანდათან დაიწყო გამოფხიზლება და შეგუება ამ გარემოსთან, მაგრამ იგი თავიდანვე განწირული იყო იმიტომ, რომ ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ შეეგუონ გარემო სინამდვილეს, გამოიცვალონ ტყავი ამ გარემოს შესაბამისად. და იოზეფ კ.-ც ეწირება ამ ყოვლად უაზრო ,,პროცესს”. მან ვერ შეგნო რეალური ცხოვრების მოქმედების აუცილებლობა, რადგან როდესაც უკვე კლავდნენ, კვლავ მისთვის ლოგიკური და დანარჩენი ხალხისთვის სრულიად უადგილო კითხვა ებადება: ,,სად არის მოსამართლე, რომელიც არასოდეს უნახავს? სად არის უზენაესი სასამართლო, სადაც ვერაფრით ვერ მოახერხა შეღწევა?”.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. 'პროცესი' რომ წავიკითხე დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გამიჩნდა მაგრამ არა იმ გაგებით რომ რაღაც არ მომეწონა და მეტს მოველოდ.,იმდენად საინტერესოა , მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო... ჩემი აზრით კაფკა ყველაზე ყველაზე საინტერესო პიროვნებაა !!!!!
`პროცესი` რომ წავიკითხე დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გამიჩნდა მაგრამ არა იმ გაგებით რომ რაღაც არ მომეწონა და მეტს მოველოდ.,იმდენად საინტერესოა , მინდოდა კიდევ გაგრძელებულიყო... ჩემი აზრით კაფკა ყველაზე ყველაზე საინტერესო პიროვნებაა !!!!!
9. კაფკა ჩემ ,,შავ სიაშია", არა იმიტომ, რომ სათანადოდ მაგარი ავტორი არაა და ცუდად წერს, პირიქით,-ზედმეტად მაგარია და მისი თუნდაც პატარა მოთხრობის წაკითხვის შემდეგ თავის მოკვლა მინდება ხოლმე, ამიტომ ვარიდებ თავს, საშიში კაცია მოკლედ. კაფკა ჩემ ,,შავ სიაშია", არა იმიტომ, რომ სათანადოდ მაგარი ავტორი არაა და ცუდად წერს, პირიქით,-ზედმეტად მაგარია და მისი თუნდაც პატარა მოთხრობის წაკითხვის შემდეგ თავის მოკვლა მინდება ხოლმე, ამიტომ ვარიდებ თავს, საშიში კაცია მოკლედ.
8. ჰეიი, რა ძალიან პატარაა მართლა =)
მე კი მგონია, რომ კაფკამ ვერ მოახერხა ყველაფრის ისეთ ,,საშინლად" დაწერა, როგორც უნდოდა ჰეიი, რა ძალიან პატარაა მართლა =)
მე კი მგონია, რომ კაფკამ ვერ მოახერხა ყველაფრის ისეთ ,,საშინლად" დაწერა, როგორც უნდოდა
7. ბექაზა უნდა დაეტოვებინა კიდეც იმიტომ რომ დაუმთავრებელი ნაწერია ეგ კაფკასი და საერთოდაც კაფკას არ სურდა რომ გამოქვეყნებულიყო ეს ნაწერი როგორც მისი ჩანაწერები მაგრამ ყავდა ერთი ჩათლახი მეგობარი ბროდი იყო გვარად და მაინც გამოაქვეყნა : ) ბექაზა უნდა დაეტოვებინა კიდეც იმიტომ რომ დაუმთავრებელი ნაწერია ეგ კაფკასი და საერთოდაც კაფკას არ სურდა რომ გამოქვეყნებულიყო ეს ნაწერი როგორც მისი ჩანაწერები მაგრამ ყავდა ერთი ჩათლახი მეგობარი ბროდი იყო გვარად და მაინც გამოაქვეყნა : )
6. ეს რა არის მოკლე შინაარსი? : )))))
ეს თუ კრიტიკა პუბლიცისტიკაა მაშინ ზანგურიც მაგარი ავტორი ყოფილა...
0 ეს რა არის მოკლე შინაარსი? : )))))
ეს თუ კრიტიკა პუბლიცისტიკაა მაშინ ზანგურიც მაგარი ავტორი ყოფილა...
0
5. იოზეფისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ეკიდება ეს ხალხი ამ რაღაც პროცესებს ასე სერიოზულად. თუმცა, რომანის გმირი მალე რწმუნდება, რომ თუ თვითონაც რამე არ იღონა, მთელი ცხოვრება კოშმარად ექცევა. ამიტომაც, ისიც ერთვება ამ საყოველთაო ისტერიაში და ეძებს გამოსავალს. მის გაკვირვებას იწვევს ისიც, რომ სასამართლოსთანაა დაკავშირებული თითქმის ყველა გარშემომყოფი: მხატვარი, მღვდელი, პატარა გოგონები... იოზეფს ჯერ კიდევ კარგად არ აქვს გაცნობიერებული ის, რომ ,,სავალდებულო არაა ყველაფერი სიმართლედ მიიჩნიო, მაგრამ ამის აუცილებლობა უნდა შეიგნო”, იოზეფ კ.-ს კი მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისის გაზიარებით ,,მსოფლიო წესრიგს სიცრუე დაედება საფუძვლად”. ამიტომაა იოზეფ კ. განწირული, რადგან გარშემო თურმე ყველა ასეთ სიცრუეში ცხოვრობს და იოზეფის შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად, კვლავ ასე გაგრძელდება.
2-ს გიწერ მეტი არ მაქვს და..:) იოზეფისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ეკიდება ეს ხალხი ამ რაღაც პროცესებს ასე სერიოზულად. თუმცა, რომანის გმირი მალე რწმუნდება, რომ თუ თვითონაც რამე არ იღონა, მთელი ცხოვრება კოშმარად ექცევა. ამიტომაც, ისიც ერთვება ამ საყოველთაო ისტერიაში და ეძებს გამოსავალს. მის გაკვირვებას იწვევს ისიც, რომ სასამართლოსთანაა დაკავშირებული თითქმის ყველა გარშემომყოფი: მხატვარი, მღვდელი, პატარა გოგონები... იოზეფს ჯერ კიდევ კარგად არ აქვს გაცნობიერებული ის, რომ ,,სავალდებულო არაა ყველაფერი სიმართლედ მიიჩნიო, მაგრამ ამის აუცილებლობა უნდა შეიგნო”, იოზეფ კ.-ს კი მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისის გაზიარებით ,,მსოფლიო წესრიგს სიცრუე დაედება საფუძვლად”. ამიტომაა იოზეფ კ. განწირული, რადგან გარშემო თურმე ყველა ასეთ სიცრუეში ცხოვრობს და იოზეფის შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად, კვლავ ასე გაგრძელდება.
2-ს გიწერ მეტი არ მაქვს და..:)
4. პროცესი რომ წავიკითხე, რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა, არ ვიცი რატომ...
პროცესი რომ წავიკითხე, რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამიტოვა, არ ვიცი რატომ...
3. ჰომ...კარგია როცა ავტორი პირდაპირ მოგატხლიშავს ხოლმე დამპლობებს, ამიტომ მომწონს მეც კაფკა...ტავზე რო ჩამოგამხობს...საცოდავ წარმოდგენებს... ვაბშეკაიაეგ.......:უ ჰომ...კარგია როცა ავტორი პირდაპირ მოგატხლიშავს ხოლმე დამპლობებს, ამიტომ მომწონს მეც კაფკა...ტავზე რო ჩამოგამხობს...საცოდავ წარმოდგენებს... ვაბშეკაიაეგ.......:უ
2. მართალია კაფკა. ნუ მე ვეთანხმები და ესეიგი ორმაგად მართალია. წიგნმა უნდა გაწამოს შენი თავი უნდა დაგანახოს ყველაზე ცუდ პერსონაჟში(ც) რომელსაც კითხვის დროს იძულებ. ამის შემდეგ იწყებ ფიქრს იმაზე რომ რაღაც შეცვალო და არა იმაზე რომ არაფერია შესაცვლელი. მკლავს ეგეთი წიგნები, მიუხედავად იმისა რომ ცოტას ვკითხულობ. და რა თქმა უნდა ბოლოს ძალიან ცოტაა.
P.ს გუშინ კაფკაზე გადმოვწერე ფილმი, დღეს ვუყურებ, ხვალ კიდევ დავწერ კომენტარს, ქულას აქედან არ დავწერ, რომ მომხსნიან ბანს მოჩვენებაზე იქიდან 5 უნდა დაგიწერო. მართალია კაფკა. ნუ მე ვეთანხმები და ესეიგი ორმაგად მართალია. წიგნმა უნდა გაწამოს შენი თავი უნდა დაგანახოს ყველაზე ცუდ პერსონაჟში(ც) რომელსაც კითხვის დროს იძულებ. ამის შემდეგ იწყებ ფიქრს იმაზე რომ რაღაც შეცვალო და არა იმაზე რომ არაფერია შესაცვლელი. მკლავს ეგეთი წიგნები, მიუხედავად იმისა რომ ცოტას ვკითხულობ. და რა თქმა უნდა ბოლოს ძალიან ცოტაა.
P.ს გუშინ კაფკაზე გადმოვწერე ფილმი, დღეს ვუყურებ, ხვალ კიდევ დავწერ კომენტარს, ქულას აქედან არ დავწერ, რომ მომხსნიან ბანს მოჩვენებაზე იქიდან 5 უნდა დაგიწერო.
1. ცოტაა-ს.......დასაწერად არშეიწუხოტტავი...:უ ვიციეგ..:უ ცოტაა-ს.......დასაწერად არშეიწუხოტტავი...:უ ვიციეგ..:უ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|