 | ავტორი: ნინეხ ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 24 მაისი, 2012 |
რასაკვირველია, მწერლობა უპირველესად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს და ქართული ლიტერატურაც ამ მხრივ განსაკუთრებულია, მაგრამ ,,ქართულ მწერლობას აქვს ერთი თავისებურება, რაც მას განასხვავებს სხვა ქვეყნის მწერლობისაგან, ქართველი მწერალი თავისი ქვეყნის ისტორიული გამოცდილების გამო ვალდებულია ილაპარაკოს იმაზე, რაც ჩვეულებრივ, მწერლობის საგანი არ არის და რასაც, საერთოდ მწერლობა შეიძლება განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდეს. ქართველ მწერალს არ შეუძლია გულგრილად მოეკიდოს ქვეყნის ბედს, მის პოლიტიკურ იდეალს, მის პოლიტიკურ მომავალს, ეს გამოწვეულია ჩვენი ისტორიული ყოფით... და ბუნებრივია, მწერალი უნდა თუ არ უნდა, ამ საკითხებს ეხება...”, წერს აკ. ბაქრაძე და სწორედ რომ გარემო, ისტორიული სინამდვილე შობს ადამიანებს და ისინიც ზუსტად ისეთები არიან, როგორ ეპოქაშიც უწევთ ცხოვრება. ,,ჩვენ... ეროვნული გამოფხიზლების წარმომჩენი ასეთი სიძლიერის რომანი, სამწუხაროდ, ჯერ არ მოგვეპოვება”, წერდა ,,ნოვაია გაზეტა” ო. ჭილაძის რომანის შესახებ. ,,გოდორი’’ მითიურ-რეალისტურ პლანში მოთხრობილი დღევანდელი საქართველოს ისტორიაა, რომელიც ჯერ კიდევ ალექსანდრე I დიდის ბერად აღკვეცით დაიწყო. ,,მას მერე ინგრეოდა, ნადგურდებოდა, თვალსა და ხელს შუა ქრებოდა წინაპართა სისხლითა და ოფლით, ხმლითა და წიგნით, წვითა და დაგვით ნაშენები ქვეყანა... კიდევ უფრო კნინდებოდნენ, კიდევ უფრო ირყვნებოდნენ...” და ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ,,ქართველი ალექსანდრე პირველის დაშლილსა და დაქუცმაცებულ ქვეყანას რუსმა ალექსანდრე პირველმა არ მოუყარა თავი იმპერიის ფაშვში...”. ამის შედეგად, ქვეყნიერებას ახალი თაობა უნდა მოვლენოდა, თანაც ,,იმპერიის ხვრელიდან”. კაშელების საგვარეულოა სწორედ ამ თაობის წარმომადგენელი, რომელთაც თავის წილი სამშობლო რახანია იხმარეს. რომანში მწერალი მთელი სიმწვავითა და სიმძაფრით გვიხატავს ადამიანს, რომლის შინაგანი ,,მეს” შექმნა ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს დაიწყო. მწერალი ამ დროიდან (მეფის რუსეთის) მოყოლებული დღემდე, საქართველოს ისტორიულ სურათს ერთმანეთის მიყოლებით, ე. წ. ,,რეტროსპექტიული თხრობით” გვაწვდის. ეს ერთდროულად თხრობისა და კომენტირების პროცესია და მკითხველი ამ ამბის მოყოლისას ადვილად ხვდება თუ რომელ ისტორიულ ფაქტს ასახავს ავტორი (გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველოს ანექსია, მერე გასაბჭოება...). თანამედროვეობის ამსახველი რომანიც კი წარმოუდგენელია ო. ჭილაძესთან მითებისა და ბიბლიური სიუჟეტების გარეშე. რომანში ძირითადი სიუჟეტური ხაზი ოიდიპოსის მითზეა აგებული. კაშელების ოჯახი ინცესტამდე მიდის და იგი თხრობის მთავარ მექანიზმად იქცევა. რომანში მძიმე, ურთულესი თვითშემეცნების გზას გადის მკითხველი. მწერალი, თუ შეიძლება ითქვას, პირდაპირ სახეში გვახლის დღევანდელობას: უსამშობლო, უფესვო, გოდორში გაზრდილი კაშელებით, სირაქლემას პოზაში მყოფი მწერალი ელიზბარით, განარკომანებული თავადის ქალებით, ქალებს, რომელთაც ფუნქცია საერთოდ დაუკარგავთ, უმომავლო ანტონებით და მუმლით, მუმლით ყველგან, სახლში თუ გარეთ, ცხადში თუ სიზმარში. ,,მუმლი მუხასა გარს ეხვეოდა”. ესაა თაობა, დრო, სადაც ,,აღდგნენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდნენ მათ” (/მათე/10-20/).
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. :სპყ:............ეგრე შენ დაიწყე და გააგრძელე...და ჩემსახში მაგიდაზე...მე დავარტყამ მუშტებს...:უ :სპყ:............ეგრე შენ დაიწყე და გააგრძელე...და ჩემსახში მაგიდაზე...მე დავარტყამ მუშტებს...:უ
13. თანამედროვეოის ამსახველი რომანიც კი წარმოუდგენელია ო, ჭილაძესთან მითებისა და ბიბლიური სიუჟეტების გარეშე,
აი აქედან უნდა დაგეწყო და გაგერძელებინა , მე ასე ვფიქრობ, თანამედროვეოის ამსახველი რომანიც კი წარმოუდგენელია ო, ჭილაძესთან მითებისა და ბიბლიური სიუჟეტების გარეშე,
აი აქედან უნდა დაგეწყო და გაგერძელებინა , მე ასე ვფიქრობ,
12. არა.......არ მეზარებოდა ფორმატი იყო ეგეტი..:დ არა.......არ მეზარებოდა ფორმატი იყო ეგეტი..:დ
11. მერე გეზარებოდა და მაგიტომაა მოკლეები თუ? =))) მერე გეზარებოდა და მაგიტომაა მოკლეები თუ? =)))
10. ეხ, ოთარ, ოთარ, - ჩაილაპარაკა ბიოლის კლოუნმა, როცა მარტის მამალს შეხედა და გვერდზე გადააპურჭყა:))
თამაზიც დიდებული პროზაიკოსია, სათანადოდ დაუფასებელი, ჩვენი მოკლე ჭკუით!
5!
ეხ, ოთარ, ოთარ, - ჩაილაპარაკა ბიოლის კლოუნმა, როცა მარტის მამალს შეხედა და გვერდზე გადააპურჭყა:))
თამაზიც დიდებული პროზაიკოსია, სათანადოდ დაუფასებელი, ჩვენი მოკლე ჭკუით!
5!
9. ჰომ........: ))) მაგდროს ვწერდი :დ რარი?.....:უ ჰომ........: ))) მაგდროს ვწერდი :დ რარი?.....:უ
8. ვა, დამაინტერესა ამ რომანმა. იქნებ მივაგნო სადმე. მადლობა ნინეხ... ვა, დამაინტერესა ამ რომანმა. იქნებ მივაგნო სადმე. მადლობა ნინეხ...
7. ამეებს სტუდენტობის ხანაში წერდი, ხო? ამეებს სტუდენტობის ხანაში წერდი, ხო?
6. ჰომ.........მოოოდი გიგარიონ...: )))))) მედეა...: )))))) ჰომ.........მოოოდი გიგარიონ...: )))))) მედეა...: ))))))
5. ბლაგვი სჭირდება აქაურობას. მოგიკითხე ნინ. :))) ბლაგვი სჭირდება აქაურობას. მოგიკითხე ნინ. :)))
4. ე ამაზე..........ძალიან სერიოზული რამის დაწერა მინდა..:უ დიდი იქნება..:უ ე ამაზე..........ძალიან სერიოზული რამის დაწერა მინდა..:უ დიდი იქნება..:უ
3. კარგია და წაკითხვის სურვილიც გამიჩინა ამ წერილმა რომანის. ჭილაძის სხვა რომანები წამიკითხავს, მაგრამ ,,გოდორი" ჯერ არა. კარგია და წაკითხვის სურვილიც გამიჩინა ამ წერილმა რომანის. ჭილაძის სხვა რომანები წამიკითხავს, მაგრამ ,,გოდორი" ჯერ არა.
2. მართლა პატარაა. ბევრად ვრცლად ვისურვებდი, ძალიან კარგად ხედავ. მართლა პატარაა. ბევრად ვრცლად ვისურვებდი, ძალიან კარგად ხედავ.
1. პატარაა......:/ პატარაა......:/
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|