| ავტორი: ჯორჯონე ჟანრი: პოეზია 3 მაისი, 2012 |
იცით მოყვასში რა დავინახე ? ნატეხი გულის ფასობს შაურად კაცებს უსტვენენ, სტვენიებს - ვაშა ეშმა კი დაჰქრის დიმპიტაურად
ჯიბექესატი , ბავშვივით მტკნარი დავრჩი. მემწარა ზურგების ჯარი მაინც არ ვუმღერ ღვარძლის დამთესავს მისტვინონ - ძმებო ეგ ჯილდო არი!
ვბრაზობ - მოყვასო! რადა ხარ ჩუმად ეურჩე დემონს - გაგანადგურებს! სანამ დრო არის, გონს აზრი შერჩა სანამ ჩაუვლი ბოლო სადგურებს..
იჩხუბე, გასკდი მართალ ყუმბარად დატოვე კვალი ტატოს რაშივით არ დახურდავდე ნარდის დუბარად თორემ დაგტოვენ მანი-ქაშივით
ყოყმანობ ისევ? კითხულობ - ღირსო? ვიცი - გემწარა მათრახი აზრზე სიცივე გიჯობს, სიმწარე გიჯობს რომ ამოფოფხდე სიცოცხლის ნავზე
მარტო შენ? არა შენი შვილებიც: ლევანი, ლილე, ხატია, უჩა მარტო ისინი? გადარჩენილებს შეხედე! ნახე! ბოლო არ უჩანს!
შენ გამიგონე. შეუყევ აღმართს მეც ხომ ერთ კარგ დროს მხარს მომცეს მხარი. ჩვენ კი დავჯდებით, ვიმუსაიფებთ ლადო, ნიკალა, მე , სამოვარი.
( სამოვართან) დარდის გველეშაპს კი ერთი თავიც მოძვრა ძალა გაგვიახლდა, შუბლმა გაიღიმა განა გვაღიარეს, განა მორჩა კინო ისევ ისეთნი ვართ, ისევ ღარიბნი ვართ
უბრალოდ გადარჩა, და სხვასაც უშველა მეტი არც რა გვინდა, მხრებზე ვუტყაპუნებთ ,,კაცმა ივარგაო’’ ხმამაღლა ვყაყანებთ ეშმა კი ქოთქოთებს, კბილებს აკრაჭუნებს, -ის დღეს ვერ მიიღებს სულის უზალთუნებს !
ჯორჯონე 02.05.2012
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ჟოზეფინა, მადლობა :) ჟოზეფინა, მადლობა :)
7. ყველაფერი გავიგე...+ ყველაფერი გავიგე...+
6. ფლორენცია, მადლობა :) ფლორენცია, მადლობა :)
5. გული მტკივა იმ ადამიანების გამო, ვინაც მოკლებული იყო ბავშვობაში ბავშვობას, ამიტომაც დიდ ბავშვებად დარჩნენ, ბოროტ და ღვარძლიან ბავშვებად. მხოლოდ ამიტომ დავაპლიუსებდი ამ ლექსებს, აზრი რომც არ მომწონებოდა +++++++++ გული მტკივა იმ ადამიანების გამო, ვინაც მოკლებული იყო ბავშვობაში ბავშვობას, ამიტომაც დიდ ბავშვებად დარჩნენ, ბოროტ და ღვარძლიან ბავშვებად. მხოლოდ ამიტომ დავაპლიუსებდი ამ ლექსებს, აზრი რომც არ მომწონებოდა +++++++++
4. მეტი ვერაფერი დაინახე შე დალოცვილო, ხო ხედავ პირველი და ალბათ ბოლო ლექსია. ღმერთმა გაგიმარჯოს, იმათ არ ვედრები ვინც ნახსენები მყავს ლექსში , მაგრამ აეგრე დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ ზუსტად, მაგრამ ისინი დარჩნენ, ხოლო მაშინდელი მისტერები ჩაბარდნენ წარსულს.
არ გეწყინოს, წარმატებებს გისურვებ. მეტი ვერაფერი დაინახე შე დალოცვილო, ხო ხედავ პირველი და ალბათ ბოლო ლექსია. ღმერთმა გაგიმარჯოს, იმათ არ ვედრები ვინც ნახსენები მყავს ლექსში , მაგრამ აეგრე დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ ზუსტად, მაგრამ ისინი დარჩნენ, ხოლო მაშინდელი მისტერები ჩაბარდნენ წარსულს.
არ გეწყინოს, წარმატებებს გისურვებ.
3. დარდის გველეშაპს კი ერთი თავიც მოძვრა --- მარტო ეს ფრაზა მომხვდა თვალში კი არა და მარტო ეს წავიკითხე :D:D:D:D
გველეშაპო ზღაპრებშიც არ მიყვარდა მე და ახლა ლექსებში?
რა სისულელეა რო ეს მომეწონოს :) რა თქა უნდა არა :) დარდის გველეშაპს კი ერთი თავიც მოძვრა --- მარტო ეს ფრაზა მომხვდა თვალში კი არა და მარტო ეს წავიკითხე :D:D:D:D
გველეშაპო ზღაპრებშიც არ მიყვარდა მე და ახლა ლექსებში?
რა სისულელეა რო ეს მომეწონოს :) რა თქა უნდა არა :)
2. აი საღოლ :) ეგ პირველი სტროფი 3 წლისაა, დანარჩენი გუშინდელი. მოსახსნელია ისე , მართალი ხარ :) აი საღოლ :) ეგ პირველი სტროფი 3 წლისაა, დანარჩენი გუშინდელი. მოსახსნელია ისე , მართალი ხარ :)
1. :)) პირველი სტროფის მერე გასაგები იყო ყველაფერი : ) :)) პირველი სტროფის მერე გასაგები იყო ყველაფერი : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|