ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოჩა
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2012


მოვდივარ შენსკენ

მოვდივარ შენსკენ, გზა არი შორი...
თანდათან სითბო მეღვრება სულში.
უფრო მართალი და უფრო სწორი
შეყვარებული ვიყავი გუშინ.

მოვდივარ შენსკენ, ხელები თრთიან.
გზა იწელება უსასრულომდე...
ჩვენ დავშორდებით ადრე თუ გვიან,
მაგრამ მანამდე მინდა მწყუროდე.

მოვდივარ შენსკენ, მაცილებს დილა.
თოვლიან მინდვრებს ნისლები სვამენ.
ასე უბრალოდ და უფრო ხშირად,
მინდა ვესტუმრო მაგ მწვანე თვალებს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები