ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია დადიანი
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2012


ყველას შეუნდე!



ბოლოს რომ გნახე, თმას იწევდი მარჯვნიდან მარცხნივ,
სახეზე რაღაც მიტკლისფერი მალამო გესვა,
მზე იდგა, აბა როგორ გითხრა, სიკეთის გასწვრივ,
ცას ღრუბლებიდან მოსდიოდა დორბლივით გესლი.

ბოლოს წინ გნახე მუხლმოყრილი ღვთისმშობლის ხატთან
შვილს ავედრებდი მოკანკალე სულით მაცხოვარს,
შენ მაშინ ჰგავდი მივიწყებულ ნიჭიერ ხარატს,
დიდი ხანია სულ არავის აღარ ახსოვხარ.

ბოლოდან იქით,სადაც მკვდარი გდია ბავშვობა,
კეფაზე ლურსმნით ჩაგაჭედეს მძიმე წარსული,
უფროსი და რომ სველ ქუთუთოს კოცნით გიშრობდა,
ახლა გულში დევს, როგორც რწმენა ვადაგასული.

ბოლოდან აქეთ ბედის გახდი მოხელქვეითე,
სულაც არ ბრაზობს ცა ზამთარს და შენც შეეგუე...
დეკემბრის ბოლო დღეა ახლა, ცაზე ქვირითი-
ვარსკვლავებია მობნეული,
ყველას შეუნდე...

რამეთუ არ უწყიან რას სჩადიან....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები