ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენ ისევ შენ
ჟანრი: პროზა
6 მაისი, 2012


საიქიოში მაინც !

  ბევრი ვიარე და ბოლოს . . .  ისევ შენთან მოვედი.   
ვეცადე!
მართლა ვეცადე  წავსულიყავი შორს. ძალიან შორს, მაგრამ გულმა მაინც აქეთ გამოიწია.  არ ვიცი რატომ მაგრამ ალბათ სიამოვნებს ეს უცნაური ტკივილი.  ტკივილი რომელმაც რომელმაც დიდი ნაპრალი გააჩინა და შეიძლება აღარც ამოივსოს.
  დარჩება ეს დიდი ჭრილობა ღიად და ყოველთვის შენ გახსენებაზე, სიყვარულის სისხლით დაიცლება.
  აი ახლაც მოვედი შენთან და ნეტავ რატომ?!  რისთვის?!  ალბათ ერთხელ მაინც რომ დამენახე . . .  და ამით რა?
უბრალოდ ჭრილობიდან  სიყვარულის სისხლი გადმოვცალე.
  აი დაგინახე. ქარი გიფრიალებდა თმას და ვინატრე ნეტავ მე ვყოფილიყავი ქარი, რომ  თმაზე ნაზად შეგხებოდი. ჩემსავით ხომ არასოდეს არავინ შეგეხებოდა.
  მე შემიყვარდი ისეთი როგორიც ხარ. შენ კი მე "ყველანაირს" მკარი ხელი. არავისთან ყოფნა მთელი დღითაცკი არ უდრიდა იმდენს, რამდენსაც შენი ერთი გამოხედვა.
დამიჯერე ბევრი ვეცადე ჩემი გულის დიდი ჭრილობა ამომევსო. რა არ ჩავყარე და რით არ გავკერე, მაგრამ შენ დანახვაზე ეს ყოველივე წყალში მეყრებოდა. გულის ნაპრალი მუდამ იხსნებოდა და ყველაფერს უკან ყრიდა.
მას ხომ შენ სჭირდები. შენ მხოლოდ შენ.
აღარ ვიცი როდემდე გავუძლებ ამდენს, რადგან ჩემი ცხოვრების თითოეული წამი, ზოგი ადამიანის საუკუნის ტკივილს მოიცავს . . .    მეშინია . . .
ტკივილის ყველა გრძნობას შევუპყრივარ ერთბაშად და ეს მაშინებს სწორედ.
მიყვარხარ მაგრამ როდემდე დავიტანჯავ თავს ასე. ეს ხომ თვითმკვლელობის ტოლფასია. როდესაც მე სიყვარული შევიზინე იქ არ ეწერა არაფერი მსგავსი. – "სიყვარული მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის" ანდაც "სიყვარული იწვევს ნაადრევ სიკვდილს". ეს რომ მცოდნოდა ნეტავ არ მივიღებდი ამ გრძნობას?  მაგრამ უკვე ამაზეც მაქვს პასუხი .
იცოდე!  მე მაინც ყველაფერს გავაკეთებ სიკვდილამდე. 
                                                                                იქნებ საიქიოში მაინც შეგაყვარო თავი . . .

                                                                                                      პატივისცემით:  მე ისევ მე  =]

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები