ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კეტ1996
ჟანრი: პროზა
7 მაისი, 2012


5 სასარგებლო (ან არც თუ ისე სასარგებლო) რჩევა

1).ყველაფერი დაკარგე და მხოლოდ ტკივილი დაგრჩა? ნუ გაბოროტდები, თორემ ვერც დაკარგულს დაიბრუნებ და ვერც რაიმე ახალს შეიძენ.

2).უბედური ხარ? დაფიქრდი, რატომ? თუ არ იცი ე.ი. მიზეზი შენშია.

3).ბოლომდე ხარ განადგურებული? თუ ამას აცნობიერებ, ე.ი. მთლად ბოლომდეც არა.

4).არაფრის იმედი აღარ გაქვს? ეს ტრაგედია არაა, მხოლოდ იმედით მაინც ვერაფერს გახდები. მთავარია ბრძოლა შეგეძლოს...

5).გელანდება, გეფიქრება, გენატრება... ე.ი. ყურებამდე ხარ შეყვარებული და თავს უნდა უშველო.

P.S. ვერ გაიგე ბოლო ფრაზაში რა ვიგულისხმე?----თუ გიყვარს (აწი მაინც აღარაფერი გეშველება) წადი და უთხარი ადამიანო, მე რას მიყურებ?    :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები