ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAVROSHA
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2012


ძარღვებიდან პოეზია არ მდის

ძარღვებიდან პოეზია არა მდის,
პოეზიას ვხატავ, შავ-თეთრ ფერებში,
ეს ცხოვრება უკვე მეათასედ მცდის,
ბედისწერაც შემომყურებს ხელებში.
ყოველ ღამე, ხეტიალმა დამღალა,
სადღაც იქით მეყინება სული,
სიყვარულისგან ვერავინ დამცალა,
ღალატმაც ვერ გამიტეხა გული.
ახლა ვეძებ გაზაფხულის სხივებს,
დრო დამიდგა, დავიკარგე დროში,
ვუერთდები ციდან მოსულ წვიმებს,
არასოდეს არ მეძებოთ ბრბოში.
ვერასოდეს ვერ მიხილავთ გზებზე,
სადაც ნამდვილი პოეტი მიდის,
პოეზიას ვხატავ თეთრ ფურცლებზე,
ძარღვებიდან პოეზია არ მდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები