ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზეუსი
ჟანრი: პროზა
18 მაისი, 2012


პ ე დ ი გ რ ი

    მაგარი მეგობარი მყავს რა ეს შალვა.
    წინა ხუთშაბათს მათეს დაბადების დღეზე მესტუმრა, სათამაშოები და ტკბილეული მოუტანა ნათლულს. ნინომ პატარა სუფრაც გააწყო და ჩვენ მეტი რა გვინდოდა? დავსხედით, დავილოცეთ, მათეს გაბრწყინებულ საქართველოში ცხოვრება ვუსურვეთ, მივყევით ასე სადღეგრძელოებს. თამადა მე ვიყავი რათქმაუნდა, რა სადღეგრძელო არ ვთქვით, ვინ არ გავიხსენეთ. ისე დავთვერით ერთმანეთს ვეღარ ვცნობდით ლამის და ამ დროს შალვამ ერთი სადღეგრძელოს წარმოთქმის უფლება მთხოვა:
-ბიჭო ვინღა დაგვრჩა უდღგერძელებელი?-ენას ძლივს ვიბრუნებ.
-სიყვარულის სადღეგრძელო არ გვითქვამს ზაზა-მეუბნება ისიც ბორძიკით.
-მეუღლეების და მათი სიყვარულისა, რომ ვთქვით აბა ის რა იყო?
-ბიჭო ლომა გახსოვს?
-ჩვენი ძაღლი? სოფელში...
-ჰო. სიყვარულზე ის ძაღლი გამახსენდა ახლა. რა ერთგული იყო გახსოვს? როგორ ვუყვარდით.
-კი აბა?-ცრემლიც კი მომადგა თვალზე-გახსოვს ბანაობისას წყალმა რომ ჩაგვითრია და რომ არა ლომა...
-მანქანით რომ წავედით ბიძაჩემთან და მთელი გზა, 7 კილომეტრი,  ფეხით რომ გვდია?
-ეეხ, ისე ადამიანს არ ვუყვარდით მგონია მე.
-ჰოდა ამ სასმისით ჩვენი ლომას სადღეგრძელო მინდა შევსვა, მერე რა რომ ძაღლი იყო. ჩვენი მეზობელი ზაურია უნდა იყოს ცოცხალი და ის მკვდარი?
-ეხ აბაა?-კვერს ვუკრავ და გულმოდგინედ ვსვამთ ორივე.
-მაა-მათე მობაჯბაჯებს ჩემსკენ, ხელში ამყავს და კალთაში ვისვამ.
-ჩემი ოთხი წლის ვაჟკაცი.
-მართლა მაგარი კაცია-კვერს მიკრავს შალვა-რა გიყიდო ბიძი მითხარი და...
-ელთი ლეკვი მიყიდე სალვა ბიძია-აღტაცებული ტიტინებს მათე.




  ეს იყო წინა ხუთშაბათს, გუშინ კი შალვამ მართლა აუსრულა მათეს თხოვნა, უზარმაზარი, ბუთქუნა ლეკვით მოგვადგა კარს.
-ლომა დავალქვათ-ეგრევე გადაწყვიტა მათემ.
-სახლში უნდა მყავდეს ახლა ეს მე?-აიმრიზა ნინო, მაგრამ ისეთი მავედრებელი სახეებით შევხედეთ იმ წამსვე მე, შალვამ და მათემ , რომ ეგრევე მოლბა-ჰო კარგით, ჯანდაბას თქვენი თავი. ასე დავიტოვეთ ლომა მეხუთე სართულზე.
    ნინოს მგონი ჩვენზე მეტად შეუყვარდა ლეკვი. დაბანა, გემრიელი საჭმელები მოუმზადა , მოკლედ თან გადაყვა.
-პედიგრი უნდა ვუყიდოთ-განკარგულება გასცა.
-ეგ რაღაა?-ვეკითხები.
-ძაღლების საჭმელია სპეციალური, პირველად გესმის? წადი ამოიტანე სანამ მათეს ძინავს თორემ აგეკიდება.
  დიდის ამბით ჩავაბი ლეკვს ახლად ნაყიდი საყელური, საბელში ხელი ჩავავლე და წავედით.
    გარეთ გასულებს ხალხის ტალღა გვეგებება. ჭრელა-ჭრულა ტანსაცმელში გამოწყობილი გოგო-ბიჭები რაღაც ტრანსფარატებს მოაფრიალებენ.
-მგონი ესენი....გაფიქრებასაც ვერ ვასწრებ და...
-მე ვარ გეი და ვამაყობ ამით!-ხმამაღლა შებღავლა ვარდისფერ მაისურში გამოწყობილმა ახმახმა ჯეელმა და დროშა დააქნია.
-მე მიყვარს ჩემი გეი მეგობარი-ერთხმად დაიწიკვინა ორმა ერთმანეთზე სიამის ტყუპებივით მიწებებულმა 16-17 წლის გოგომ და აყვირდა, მაგრამ რა აყვირდა ბრბო.
-ფუ თქვენი-გულში ვუკურთხებ და მაღაზიისკენ სწრაფად მივდივარ. ეს ფერადი ჯგუფიც მაინცდამაინც ჩემს უკან მოდის და სკანდირებს ზემოთ ხსენებულ ლოზუნგებს.
  აი მივაღწიე მაღაზიას, შევაღე და ცხვირწინ მივუხურე კიდეც კარი. ჯგუფი იქვე დადგა და ტაშის კვრით და ყვირილით გამოხატავდა თავიანთ უფლებებს.
-იცით რა მინდა?-ვეუბნები გამყიდველს, ის კი თვალებადაა ქცეული და გარეთ იხედება გაფაციცებით.
-აი პედ, პედ-ძაღლზე ვუთითებ.-რა ქვია იმას?
-პედარასტია?-აჭყეტს თვალებს გამყიდველი და ახლა უკვე ჩვენ გვიყურებს. და ვდგავარ ასე დაბნეული, გაავებული: „რას მერჩოდი ნინო, ან მე რამ დამავიწყა ეს სიტყვა, პედ, პედ...“
  მაღაზიაში ერთ-ერთი იმათგანი ყოფს თავს და ქუჩის ხმაური შემოაქვს. იქ ისევ სკანდირებს ერთი ინდივიდი:
-მე ვარ გეი და ვამაყობ ამით, ვისაც არ მოვწონვარ ცივი წყალი დალიოოოოოოოოს!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს