ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2012


***

"მაჯნუნ" – შლეგია არაბულად, შეყვარებულიც...
(ან რამ გაჰყო ერთმანეთისგან?)
ვფიცავ, ოდესმე თუკი შენი ნახვა მეღირსა,
ფერხთით დაგიწყობ:
ჩემს გულს და თვალებს, 
თეთრ აბრეშუმში გამოხვეულ თითბრის მთვარესაც!
ბულბულის ენით გიგალობებ ლექსებს ჰაფიზის...
მაგრამ განგებავ, მე დევრიშივით ცხელ ქვიშაზე დავეხეტები,
შენ დაცურავ ფიქრის ნაპირზე. 





 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს