ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტურაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2012


საფშავლო

კარგად მისმინე გიამბო,
ფშაველთა საუნჯეზედა,
უკეთეს ვერა ინატრო,
მთა – ჭიუხთ სამოთხეზედა.

როცა იხილო ხარ – ჯიხვი,
გალაღებული კლდეზედა,
როცა იხილო სანთელი,
დანთებულ ჯიხვის რქებზედა.

გემო გხიბლავდეს მწვადისა,
ცვარი რომ დასდის ცეცხლზედა,
მწვადიან შამფურს მოჰხვიო,
პური ნაცხობი კეცზედა.

წყურვილს გიკლავდეს ალაო,
ნადუღი მთების წესზედა,
ლუდი ვაჟკაცთა სასმელი,
დამდგარი მუქსა ფერზედა.

მადას გმატებდეს ტყეები,
გაფოთლილ მწვანე ფერზედა,
სმენას ატკბობდეს მთის წყარო,
მოჩუხჩუხებდეს ხევზედა.

გრილი ნიავის ალერსით,
შეხებას გრძნობდე თმებზედა,
საამო სურნელს აფრქვევდნენ,
ყოილნი მოსულნ ბექზედა...

წინ თუ დიაცი შემოგხვდეს,
დალალ ეყაროს წელზედა,
და–ძმობა უთხარ ზრდილობით,
მაიქეც ფშაურ წესზედა..

მთიდან რომ ბარად ჩამოხვალ,
ყოილით მორთულ ველზედა,
მოკრიფე წამაიყოლე,
სატრფოს უბნიე თმებზედა..

თუ ვერ მოგხიბლავს საფშავლო,
აუგს გაბედავ ჩვენზედა,
გირჩევნავ დანა აიღო,
შენვე დაისვა ყელზედა.... !!!!

                                                    ა.ტურაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები