სამარე მინდა მთის ძირას, პატარა გაშლილ ველზედა, დაქანებული ზვავები, გადადიოდეს ჩემზედა.
დამჩუხჩუხებდეს მთის წყარო, ზვავი რომ დნება მთებზედა, ყოილებ ამამდიოდეს, ნამით დაცვარულ მკერდზედა.
ჩიტთა ჟღურტული ისმოდეს, ჟრიამულობდნენ ტყეშია, ღმერთი შემინდობს ამ სურვილს, არ მინდა მე სხვა მკვდრებშია.
სულ მარტოდ მინდა სამარე, გავიხსნა მიწა – წყლებშია, ვიყო მცირედი ნაწილი, ამ უზარმაზარ მთებშია.
ღმერთთან მსურს ახლოს მივიდე, არც სახელს ვჩივი ერშია, მე თუ ბუნებად ვიქცევი, ღმერთი ხომ ყველაფერშია...
ა.ტურაშვილი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სულ მარტოდ მინდა სამარე, გავიხსნა მიწა – წყლებშია, ვიყო მცირედი ნაწილი, ამ უზარმაზარ მთებშია.
ღმერთთან მსურს ახლოს მივიდე, არც სახელს ვჩივი ერშია, მე თუ ბუნებად ვიქცევი, ღმერთი ხომ ყველაფერშია...
კარგია! ხალხური მეგონა... სულ მარტოდ მინდა სამარე, გავიხსნა მიწა – წყლებშია, ვიყო მცირედი ნაწილი, ამ უზარმაზარ მთებშია.
ღმერთთან მსურს ახლოს მივიდე, არც სახელს ვჩივი ერშია, მე თუ ბუნებად ვიქცევი, ღმერთი ხომ ყველაფერშია...
კარგია! ხალხური მეგონა...
1. ლამაზია.ადგილებში უკეთესადაც შეიძლებოდა. ლამაზია.ადგილებში უკეთესადაც შეიძლებოდა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|