ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2008


მოზღვავება

ზღვიური განცდები მომიზღვავდა,
თოვლისფერ თოლიებს ავედევნე,
და შენი თვალები ლოდინს გავდა,
და შენზე ფიქრები ყურძნის მტევნებს.

ქარია. დამყურებს უეცარი
წვიმით დაბანილი ცეცხლის თვალი,
მერე, ცად აზიდულს, გუმბათივით,
ღრუბლის მოთქმას ვისმენ, შესაბრალისს.

ზღვიური განცდების მოზღვავებას
ვერც დრო მოვუძებნე, ვეღარც ზღვარი,
ახლა წარსულად რომ მოსჩანს სევდა,
მისიც არსებობდა დასაბამი.

ჰაერს ორად ჰყოფდა ტალღის ფარდა,
ახშობდა წყურვილებს მიუტევებს,
და შენი თვალები ლოდინს გავდა,
და შენზე ფიქრები ყურძნის მტევნებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები