ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავთო
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2012


ივლისი შენთან

ჩვენს სახლებს შორის
მოხუფული სიჩუმის გარდა,
შენი ტერფებით ნაავდრალი ივლისი იდგა,
ზღვის ღელვას გავდა,
თუმცა ზღვასთან ვცხოვრობდით ახლოს.
ვარდისფერ კაბის ბოლოებზე მუქი თმის ვარდნა,
უმიზეზოდ, როცა ჩემთან მორბოდი ისე,
თითქოსდა ჩემს თავს მოგტაცებდა მაშვრალი სიო...
ანთროპომორფულ ჰაერს გარეთ ფილტები ვივსე
ვაკუუმით, რომ შენს მკლავებს ცის მიღმა ვსდიო.
მაჩუქე ეს ცა, ძმადაკარგულ ტყუპსავით მგავდეს,
გაიცრას დრო და
მომავალი ივლისის დამდეგს
გამომდებს ხელკავს გამწყრალი ღმერთი,
რომ ხეხილივით დამბერტყოს ციდან
ჩვენ ფანჯრებს აქეთ ვიჯექით ბოლოს
და ფანჯრებს იქით საოცრად წვიმდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები