 | ავტორი: დონკიხოტი ჟანრი: თარგმანი 24 მაისი, 2012 |
"სუფრა გავშალე ახლა ექვს პირზე”...
სულ ვიმეორებ პირველ ლექსს ისევ და სულ ვასწორებ სიტყვათა რიგებს: -”სუფრა გავშალე ახლა ექვს პირზე”... შენ დაგავიწყდა ერთი - მეშვიდე.
ვერ მხიარულობთ თქვენ ერთად ექვსნი. წვიმის ნაკადიც ვეღარ გამშვიდებთ... როგორ შეგეძლო ასეთ სუფრასთან, რომ დაგვიწყნოდა თეფში - მეშვიდე...
აღარც სტუმრები მხიარულობენ, ეგ ბროლის თასიც უმოქმედოდ დგას. მწუხრი კლავთ - მათ და ტირიხარ - შენ, არმოწვეული - უფრო მეტს მოსთქვამს.
არც მხიარული და არც მშვიდი წრე. ო, არც ჭამთ რამეს, არც ღვინო თასში. - რიცხვი როგორღა გადაივიწყე? ან როგორ შეცდი ასე დათვლაში?
როგორ გაბედე, ო, როგორ ნეტავ, ნუთუ ექვსია: ორი ძმა, მესამე - თვითონ - მეუღლე, მამა და დედა, სულ კი შვიდნი ვართ - მეც მომესალმე!
სუფრა გაშალე შენ კი ექვს პირზე, განა სამყარო ექვსით შედგება!? და საფრთხობელად რომ მე არ ვიდგე - სჯობს მოჩვენებად ყოფნა - შენებთან,
(ჩემებთან)... როგორც სათუთი ქურდი, ასე ცოცხლებთან ერთად გზებს ვვლიდე! არდადგმულ თეფშთან არარას ვვუდრი, - უპატიჟებლად ვჯდები მეშვიდე.
ერთიც და! - ჭიქა ვარდება გვერდით! მორჩა. წყურვილი მოიკლა სუფრამ, სისხლ-ცრემლ-სიმლაშემ - ნაიარების, წითლად შეღება მაგიდა - სუფთა.
და -აღარც კუბო! არც - განშორება! უსევდო სუფრა, სახლიც მღვიძარე. როგორც ქელეხი გაქორწილდება, ვახშად სიცოცხლე შემოვიმძღვარე.
...არავინ: არც ძმა, არც ძე, არც ქმარი, არც მეგობარი - და მაინც გყვედრით: - შენ - ექვსი თეფში რომ გაქვს საკმარი, მე რომ არ დამსვი შენს მხართან - გვერდით.
"Я стол накрыл на шестерых..."
Всё повторяю первый стих И всё переправляю слово: - "Я стол накрыл на шестерых"... Ты одного забыл - седьмого.
Невесело вам вшестером. На лицах - дождевые струи... Как мог ты за таким столом Седьмого позабыть - седьмую...
Невесело твоим гостям, Бездействует графин хрустальный. Печально - им, печален - сам, Непозванная - всех печальней.
Невесело и несветло. Ах! не едите и не пьете. - Как мог ты позабыть число? Как мог ты ошибиться в счете?
Как мог, как смел ты не понять, Что шестеро (два брата, третий - Ты сам - с женой, отец и мать) Есть семеро - раз я на свете!
Ты стол накрыл на шестерых, Но шестерыми мир не вымер. Чем пугалом среди живых - Быть призраком хочу - с твоими,
(Своими)... Робкая как вор, О - ни души не задевая!- За непоставленный прибор Сажусь незваная, седьмая.
Раз!- опрокинула стакан! И всё. что жаждало пролиться,- Вся соль из глаз, вся кровь из ран - Со скатерти - на половицы.
И - гроба нет! Разлуки - нет! Стол расколдован, дом разбужен. Как смерть - на свадебный обед, Я - жизнь, пришедшая на ужин.
...Никто: не брат. не сын, не муж, Не друг - и всё же укоряю: - Ты, стол накрывший на шесть - душ, Меня не посадивший - с краю.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|