ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადაფრინდა ჩიტი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2012


ხატის წინ

გული ცუდს მიგრძნობს, სევდა მიპყრობს, ბოღმა მატულობს,
ცოდვებით სავსე ერისკაცი ისევ ვმარხულობ..
შავ სინანულში კვლავ ნათელის სურვილი მიპყრობს..
ჯოჯოხეთში ვარ და უფალი თავისთან მიხმობს..

მსურს დავაღწიო თავი უკუნს აღარ თენდება,
მსურდა სინათლე, ყური მაინც ხმურს ეჩვევა..
უკან მოხედვას გავურბივარ, მატყვია დაღი
და ვხვდები კარგო რომ მხსნელი არის ეს წმინდა ხატი..

ხატი უფლისა.. ხელთუქმნელი.. მირონმდინარე..
კვლავ მესახება სულში წარსულ ცოდვებს მიახლებს..
სირცხვილის ცრემლით სახე სველდება, გული მძვინვარებს..
სინანული და მწუხარება კვლავ მატიალებს..


                                                                  ს.აბდუშელიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები