 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 28 მაისი, 2012 |
რა გასაკვრია და ერთ დრესაცისე არმოჩნდა, რომ მეუღლის დაბადების დღეს ჯიბეგახვრეტილი შევხვდი და გადავწყვიტე საკუთარი "დანაშაული" ლექსის მიძღვნით გამომესწორებინა, რითიც მეუღლე წარმოიდგნეთ და ძალიან კმაყოფილი დარჩა. ერთი მათგანი ეპისტოლარული ხასიათის გახლდათ, ხოლო მეორე ჩემი ასეთი საჩუქრის მიძღვნის მიზეზის ახსნისა. გადავწყვიტე ის, თქვენს სამსჯავროზეც გამომეტანა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, აი ისინიც: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- დაბადების დღის ლოცვა
უფალო ღმერთო, მეუფეო ყოვლისა სოფლისა, ხილულისა და უხილავისაო! მადლობა სულის შთაბერვისთვის, და არა მისი წარწყმედისთვისაო. მადლობა მამაო ყოვლადმოწყალეო, რათა კვლავ მაჩუქე წელი სიცოცხლისა, და ღირს მყავ სიხარულად, ესე ვითარცა ცხონების წყალობისა. კვლავაც განმიგრძე მოწყალებანი შენი ჩემდა მიმართ, ცოდვილსა, განმიგრძე ცხორებაჲ ჩემი სათნოებათა შინა, სიყვარულს, სიმართლეს და სიმშივდეს, დაუდევ საცხოვრისი სულად ჩემდა ბინა. დალოცე ქმარი-შვილი ჩემთვის ხატისდარნი, და მოგვეც ყველა სიკეთე რაც კი გემეტება მეტად, ერთს გთხოვ მხოლოდ მამრავლე-მაჯანმრთელე, და ცხოვრებაში სულს ნუ დამიტოვებ კენტად. შემინდევ დღეთა ცოდვები და განმიმტკიცე მე გზა ზედა ცხოვნებისა, სვინიდისი ჩემი წმინდა ჰყავ რათა, ვიცოცხლო მრავალჟამიერებისა.
შენ, უფალო, აკურთხე დასაბამი წელიწადისა ამის ჩემისანი და ყოველნი დღენი ცხორებისა ლერწმისანი.
ამინ!!! ---------------------------------------------------------------------------------------------------
დაბადების დღეს გილოცავ, გლოცავს გურია,კახეთი, დღეს ამ ლექსს უნდა დამჯერდე, ჯიბეს არა მაქვს მანეთი.
ჩვენი ცხოვრება არ არის, ია-ვარდებით ფენილი, თუმც დამიჯერე ბოლომდეც, არა ვართ ბედით თელილნი.
იკას კაცობას მოგვასწრო, უფალმა მადლი მისია, ჩვენს ხატს დავუნთოთ სანთელი, ის მუდამ ლოცვის ღირსია.
თუ აქანომდე გვივლია, და გვიწევია ჭაპანი, მერწმუნე კვლავ აფეთქდება, ჩვენს ქუჩას იასამანი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. აჰ, არ ჩამოყარო და მურც მაგაზე იღელვებ, ეიპრიხე ისევ! აჰ, არ ჩამოყარო და მურც მაგაზე იღელვებ, ეიპრიხე ისევ!
10. თუ საჩუქარს არ ყიდულობდი დალოცვილო, ლექსები მაინც არ მიგეძღვნა. :{ ჩამოვყარე ულვაშები. თუ საჩუქარს არ ყიდულობდი დალოცვილო, ლექსები მაინც არ მიგეძღვნა. :{ ჩამოვყარე ულვაშები.
9. მადლობა ყველას დატოვილი სითბოსთვის, უფალი გფარავდეთ ქართველებო! :) მადლობა ყველას დატოვილი სითბოსთვის, უფალი გფარავდეთ ქართველებო! :)
8. მადლაბა ყველას დატოვილი სითბოსთვის, უფალი გფარავდეთ ქართველებო! :) მადლაბა ყველას დატოვილი სითბოსთვის, უფალი გფარავდეთ ქართველებო! :)
7. რატომაც არა, ძალიან კარგია, წაიკითხავს აქ და გაუხარდება, ვაჩუქოთ ერთმანეთს, პატარა სიხარული, არაფერი და შავდება ამით. რატომაც არა, ძალიან კარგია, წაიკითხავს აქ და გაუხარდება, ვაჩუქოთ ერთმანეთს, პატარა სიხარული, არაფერი და შავდება ამით.
6. ვიწრო - მეგობრულ-ოჯახურ წრეში წასაკითხად კარგია მარა... აქ? - არა...
ბედნიერებას გისურვებთ! ღმერთს ებარებოდეთ! ვიწრო - მეგობრულ-ოჯახურ წრეში წასაკითხად კარგია მარა... აქ? - არა...
ბედნიერებას გისურვებთ! ღმერთს ებარებოდეთ!
5. ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ, გამზეგრძელოთ თქვნი ჯიშ–ჯილაგისა და სრულიად მადლმოსილი ივერიის საამაყოდ მრავალჟამიერ–ამინ!! ფული კი ხან არის, ხანაც–არა....ეგ არაფერი.... ქართველები ხომ მხარჯველი, მოქეიფე–მოგუგუნე ხალხი ვართ!მთავარია სიყვარული, რამეთუ ხომ გახსოვთ ლევან–ბატონო "სიყვარულია–თავად უკვდავება!!" გფარავდეთ დედა ღმრთისმშობელი!! წარმატებები საუკეთესო სურვილებით ღმერთმა დაგლოცოთ, გამრავლოთ, გამზეგრძელოთ თქვნი ჯიშ–ჯილაგისა და სრულიად მადლმოსილი ივერიის საამაყოდ მრავალჟამიერ–ამინ!! ფული კი ხან არის, ხანაც–არა....ეგ არაფერი.... ქართველები ხომ მხარჯველი, მოქეიფე–მოგუგუნე ხალხი ვართ!მთავარია სიყვარული, რამეთუ ხომ გახსოვთ ლევან–ბატონო "სიყვარულია–თავად უკვდავება!!" გფარავდეთ დედა ღმრთისმშობელი!! წარმატებები საუკეთესო სურვილებით
4. გაბედნიეროთ. გაბედნიეროთ.
3. დავტოვე აქ სითბოები...:) დავტოვე აქ სითბოები...:)
2. ჩემგანაც +5 და გაიხარეთ :) ჩემგანაც +5 და გაიხარეთ :)
1. ლევან, ღმერთმა დიდხანს და ბედნიერად გიცოცხლოს შენი ლამაზი ცოლ-შვილი :) ორივე ლექსი კარგია და ჩემგან + ლევან, ღმერთმა დიდხანს და ბედნიერად გიცოცხლოს შენი ლამაზი ცოლ-შვილი :) ორივე ლექსი კარგია და ჩემგან +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|