ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2012


ზეციური ზღაპარი

რაც გიხილე,მე მას მერე შენზე ფიქრი თან დამყვება,
უნაზესი ენძელა ხარ,ბუჩქთან ამოსული ია
ხარ და შენზე ფიქრებს,გრძნობებს,მხოლოდ შენთვის ლექსად ვყვები,
ეგ თვალები საოცარი,ზეციური ზღაპარია,
ეგ ტუჩები გაპობილი ბროწეული,ლალებია,
წამწამებზე დაგთამაშებს მზის სხივების ათინათი,
ჩემს სიზმარში გაკრთი წუხელ,ვით ირემი ლელიანში,
ხოდა სულის კუნჭულები ციურ შუქით გამინათე.
დარჩი ჩემთან,ნუღარ წახვალ,ნუ იქნები მხოლოდ წამით,
ჩემს სულს იქნებ სიზმარშიც და ცხადში უფრო შეეზარდო,
გეძებდი და შენს ძებნაში მოვიარე დედამიწა,
ჩემი ნერგი სურვილების,მაგ თვალების ცამდე ვზარდე.
ახლა ვკრეფავ თითო-თითოდ, იმ ფიქრების კრიალოსანს,
რომ გამიწყდა,შენს სხეულზე მიმოვფანტე,ხალებია!
შენსკენ მომქროლ ქარებს ვატან ჩემს სურვილს და სიტყვებს ფრთოსანს,
ხოდა ვგრძნობ რომ მე შენამდე ჯერ არავინ მყვარებია
ასე ძლიერ,ასე ღრმად და ასე უჯრედ-მარცვალ-მარცვალ,
ასე მძიმედ,ასე ლაღად,ასე ცისარტყელებურად,
შენი გულის სათხოვნელად მივადექი ღმერთის ნაცვალს,
მაგ თვალებით გადმომხედა,გამიღიმა შენებურად,
ამიტომაც შენზე ფიქრი რაც გიხილე თან დამყვება,
სადაც წაველ,ყველგან მხვდება შენი მზერის ათინათი,
ჩემს სურვილებს სიზმრებად თუ,ზღაპრებად თუ,ლექსად ვყვები,
რადგან სულის კუნჭულები ციურ შუქით გამინათე..

                                                          დმ.2012წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები