მოახლოვდა ფინალი ლიტერატურული კონკურსისა ,, საბა'' და მე კვლავ მომეძალა მჭმუნვარე ფიქრები მის მესვეურებსა და ზოგიერთ გამარჯვებულზე. მართლაც, უცნაური რამ არის ცხოვრება! რას იფიქრებდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ამჟამინდელი დირექტორი გიორგი კეკელიძე ან მისი პატრონები და პატრონთა პატრონები - ლიტერატურულ კონკურს ,,საბას " ჟიურიში მოკალათებული რატი ამაღლობელი და სხვები 2009 წელს, რომ მათი მორიგი ჯგუფური აფიორა არ დაიფარებოდა... მოკლედ, საქმე ასეა. 2009 წელს გიორგი კეკელიძემ საკონკურსოდ წარადგინა 2008 წელს გამოცემული თავისი ლექსების კრებული ,,ოდები". ჟიური დიდს საგონებელში ჩავარდა. პოეზიის ნომინაციაში ისე ჩანდა საქმე, ვერაფერს გაუხერხებდნენ წარდგენილ წიგნს, ამიტომ ( ვითომ ,, ავტორთან შეუთანხმებლად"?! ,,წლის საუკეთესო დებიუტის" ნომინაციაში გადასტყორცნეს ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლის დიანა ანფიმიადის წიგნთან ერთად. არც დიანა ანფიმიადი იყო მთლად უპატრონო. მოკლედ, ძალს ერთი იყო, ძალს მეორე. გამოსავალი რომ არა და არ მოიძებნა, შუაზე გაუყვეს ,, წლის საუკეთესო დებიუტის'' ნომინაციაში მოსაპოვებელი პრემია. ამ ჯგუფური აფერის მონაწილეებმა ან ჩათვალეს, რომ სიტყვა ,,დებიუტის" მნიშვნელობა მკითხველი საზოგადოებისთვის უცნობი იყო, ან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ტყუილი ყანჩასავით გრძელფეხება გამოდგებოდა. რეალობა კი ასეთია : გიორგი კეკელიძის მიერ 2009 წელს საკონკურსოდ წარდგენილი წიგნი არ წარმოადგენდა მის პირველ კრებულს ,ანუ დებიუტს. ავტორს 1999 და 2004 წლებში უკვე გამოცემული ჰქონდა ორი წიგნი, რომელთა მონაცემებიც დღემდე სათუთად არის დაცული აწ გიორგი კეკელიძისადმი დაქვემდებარებული ბიბლიოთეკის კატალოგში.
ესეც - ფაქტი:
,,კეკელიძე, გიორგი ძებნა სამოთხის კარისა / [რედ.: მიხეილ ქურდიანი]. - თბ. : სახ. პედ. უნ-ტის გამ-ბა, 2004. - 54გვ. ; 14სმ.. - ISBN: 99928-0-784-9 : [ფ.ა.][MFN: 20149] UDC: 821.353.1-1 K 9.582/1 - საერთო ფონდი K 9.583/1 - საერთო ფონდი F 4.218/1 - ხელუხლებელი ფონდი P 28/2004 - ხელუხლებელი ფონდი
კეკელიძე, გიორგი ღამე და მთვარე : [ლექსები, პროზაული ესკიზები, აფორიზმები] / გიორგი კეკელიძე ; [რედ. მარინა თოფურია ; მხატვ. დათო ტრაპაიძე]. - ოზურგეთი, 1999. - 40გვ. ; 19სმ.[MFN: 138900] UDC: 821.353.1-1 + 821.353.1-3 + 821.353.1-84 თოფურია, მარინა (რედ.); ტრაპაიძე, დათო (მხავტ.); F 94.019/3 - ხელუხლებელი ფონდი
იხ. ლინკი: http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&sf=simple&qs%5B0%5D%5Bf%5D=700&qs%5B0%5D%5Bq%5D=%E1%83%99%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94+%E1%83%92.&qs%5B1%5D%5Bf%5D=200&qs%5B1%5D%5Bq%5D=&qs%5B2%5D%5Bf%5D=212&qs%5B2%5D%5Bq%5D=&qs%5B3%5D%5Bf%5D=213&qs%5B3%5D%5Bq%5D=&qs%5B4%5D%5Bf%5D=606&qs%5B4%5D%5Bq%5D=&pft=biblio&rnum=10&kbd=en&submit_btn=%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E 1%83%91%E1%83%90
,,ვიკიპედიაში""არსებობს გიორგი კეკელიძის გვერდი . მასში აღნუსხულია ყოველგვარი ინფორმაცია 2012 წლის სიახლეების ჩათვლით, აღნიშნული ისიც კი, რომ მას თარგმნილი აქვს საბავშვო ზღაპრები რომელიღაც ჯგუფური კრებულისათვის, მაგრამ ხსენებაც კი არსადაა მისი 2009 წელს გულდაგულ გადამალული ორი კრებულისა. ამ გვერდზე რუბრიკა ,, შემოქმედება" ასე გამოიყურება:
,,თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტი, მსოფლიოს ლიტერატურული ზღაპრები („ჯადოსნური კარი“), სერგეი დორენკოს „რომანი 2008“ [8]. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. შეტანილია ქართველი პოეზიის აზერბაიჯანულ ანთოლოგიაში
2008 წელს გამოსცა პოეტური კრებული „ოდები“. წიგნში ლექსებთან ერთად გაბნეულია სხვადასხვა ცნობილი კრიტიკოსის (გაგა ლომიძე, ზაზა შათირიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, რევაზ სირაძე, ლევან ბრეგაძე, ზურაბ კიკნაძე, თენგიზ კიკაჩეიშვილი, გივი ალხაზიშვილი) მარგინალია კრებულის შესახებ და გაფორმებულია დავით მესხის ფოტოებით [9] 2010 წელს ამავე გამომცემლობის მიერ გამოცემულ საბავშვო პოეზიის კრებულში შესულია გიორგი კეკელიძის რამდენიმე საბავშვო ლექსი [10]"
იხ. ლინკი: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98_%E1%83%99%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94
როგორც ჩემთვის ცნობილია, სწორედ ახლა ,,საბა 2012'' - ზე წარდგენილია გიორგი კეკელიძის ოდიოზური წიგნი ,,ყორანი''. ნურავის გაუკვირდება, თუ ეს წიგნი ნომინანტთა შორის დასახელდება, ,, საბას'' მესვეურთა ,,მარადიული მოუსყიდველობის" ამბავს თუ გავიხსენებთ, არც ისაა გამორიცხული, პრემიაც მიენიჭოს... დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ხოლო მანამდე მკითხველებს, ვისაც აინტერესებთ, რას წარმოადგენს გიორგი კეკელიძის ,,ყორანი" , ვთხოვ, დაელოდონ ჩემს ახალ ჩანაწერს , რომელსაც ამ დღეებში დავდებ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები ხდება ისეთ ჰუმანურ სფეროში, როგორიც ლიტერატურაა. ადამიანი გაუმაძღარია თავისი ბუნებით. მხოლოდ ლიტერატურულ კონკურსებზე მოპოვებული ჯილდო შეაყვარებს ხალხს შენს სახელს? :) ეს ხომ ტიპური ინფანტილიზმია! გოთიკოპალა, ;) თქვენც გამოგეხმაურებით, ზედმეტად ქართველი ვარ და ეტყობა ამიტომაც მეტკინა ასე თქვენი სიტყვები. ყველგან და ყოველთვის ასე ხდებოდა, მით უმეტეს ლიტერატურაში, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს! ყველა ცოდვას ნუ აჰკიდებთ ხოლმე ამ ჩემს გულგაგლეჯილ საქართველოს! ქალბატონო ნინო, კიდევ ერთხელ გამოვხატავ თქვენდამი დიდ პატივისცემას. :) ძალიან სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტები ხდება ისეთ ჰუმანურ სფეროში, როგორიც ლიტერატურაა. ადამიანი გაუმაძღარია თავისი ბუნებით. მხოლოდ ლიტერატურულ კონკურსებზე მოპოვებული ჯილდო შეაყვარებს ხალხს შენს სახელს? :) ეს ხომ ტიპური ინფანტილიზმია! გოთიკოპალა, ;) თქვენც გამოგეხმაურებით, ზედმეტად ქართველი ვარ და ეტყობა ამიტომაც მეტკინა ასე თქვენი სიტყვები. ყველგან და ყოველთვის ასე ხდებოდა, მით უმეტეს ლიტერატურაში, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს! ყველა ცოდვას ნუ აჰკიდებთ ხოლმე ამ ჩემს გულგაგლეჯილ საქართველოს! ქალბატონო ნინო, კიდევ ერთხელ გამოვხატავ თქვენდამი დიდ პატივისცემას. :)
19. http://www.tbcbank.ge/data/file_db/D1VS_2qWI_gamarjvebulebi1.pdf http://www.tbcbank.ge/data/file_db/D1VS_2qWI_gamarjvebulebi1.pdf
18. საიტის გაწელვას რაც შეეხება ამ ლინკებით.. შემოდით ჩვეულებრივ, ინტერნეტ ექსფლორერით და არავითარი პრობლემა არ შეგექმნებათ არავის.
ესაა და ეს :) საიტის გაწელვას რაც შეეხება ამ ლინკებით.. შემოდით ჩვეულებრივ, ინტერნეტ ექსფლორერით და არავითარი პრობლემა არ შეგექმნებათ არავის.
ესაა და ეს :)
17. ვაი რომ ბნელა ვაი რომ ბნელა
16. იველინა ძვირფასო! მადლობა, რომ სცადეთ დამხმრებოდით, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, როგორ უნდა ამის გაკეთება. :) იველინა ძვირფასო! მადლობა, რომ სცადეთ დამხმრებოდით, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, როგორ უნდა ამის გაკეთება. :)
15. წინადადებები ერთ ხაზზე ჩამოიტანეთ Enter-ით და ლინკები დატოვეთ. ლინკი გვერდს წელავს და შესაბამისად წინადადებებიც იწელება გვერდზე. ამიტომ Enter-ით ჩამოიტანეთ და თითო წინადადება ერთმანეთის ქვემოთ ეწეროს თუ ძალია გრძელია გაყავით. აი მაგალითად როგორც ეს კომენტარი.
წინადადებები ერთ ხაზზე ჩამოიტანეთ Enter-ით და ლინკები დატოვეთ. ლინკი გვერდს წელავს და შესაბამისად წინადადებებიც იწელება გვერდზე. ამიტომ Enter-ით ჩამოიტანეთ და თითო წინადადება ერთმანეთის ქვემოთ ეწეროს თუ ძალია გრძელია გაყავით. აი მაგალითად როგორც ეს კომენტარი.
14. V კომენტარს ჩემი დასტური. V კომენტარს ჩემი დასტური.
13. მართლა კარგად იცი შენი საქმე, მე არ ვარ კომპეტეტური და ვერ შევაფასებ, კრიტიკა კარგია, მიზანთან მიმავალ გზას უკეთ დაანახვებს, მწერალს! მართლა კარგად იცი შენი საქმე, მე არ ვარ კომპეტეტური და ვერ შევაფასებ, კრიტიკა კარგია, მიზანთან მიმავალ გზას უკეთ დაანახვებს, მწერალს!
12. ძვირფასებო! გულის მაგივრად მართლა ქვა კი არ მიდევს მე! აგერ ახლა ,,ვიკიპედიაში" შევიხედე შემთხვევით და ცრემლი მომერია გ. კეკელიძის საცოდაობით.
როცა მოიცალოთ, ერთი, ამ ლინკზე შეიხედეთ, საწყალს რა ცვლილებები შეუტანია ( 08. 06. 2012-ს ) ,,ვიკიპედიაში" - საკუთარ გვერდზე :
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%...%83%AB%E1%83%94
ჩემი ორი დასახელებული წიგნიდან ერთისთვის - 2004 წელს გამოცემულისათვის (,, ძებნა სამოთხის კარისა") მიუწერია ,,არაგავრცელებული გამოცემაო''. არადა, ყოველგვარი გამოსაცემი ცნობა ახლავს იმ წიგნს და როგორც უკვე გაცნობეთ, მისდამი დაქვემდებარებულ საჯარო ბიბლიოთეკაშიც ინახება ეგზემპლარების საკმაო რაოდენობა (ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოიწეროს და დარწმუნდეს).
ხოლო იმ წიგნზე, რაშიც პრემია მიიღო, 2009 წელს , ანუ ,,ოდებზე'' - მიუწერია ,,დებიუტი ფართო საზოგადოებაში"
ეს რაღაც სრულიად ახალი ფენომენია. ესე იგი: 1. თუ გამოსაცემი წიგნის დედნით ხელში უცნობ-ნაცნობ კრიტიკოსებთან ჩამოირბენ გულამოვარდნილი და წინასწარ წერილებს დააწერინებ, რომ შიგ შეიტანო და მერე დაუყოვნებლივ ,,საბაზე'' წარადგინო საპრემიოდ - ამას ჰქვია ,,"დებიუტი ფართო საზოგადოებაში". 2. ხოლო თუ მხოლოდ ერთ კრიტიკოსს - აწ გარდაცვლილ მიხეილ ქურდიანს შეაწუხებ წინასიტყვაობისთვის, წიგნი ტირაჟითაც რომ გამოვიდეს, ბიბლიოთეკებშიც რომ იდოს, ეს უკვე ,,არაგავრცელებულია'' - ასე ვსთქვათ, შინაურობაში მოსახმარი.( თანაც სიჩქარისაგან რა მოსვლია - ქართულიც სულ დავიწყებია -ენა, რომელზეც ,,არაგავრცელებულს'' ,,გაუვრცელებელი'' ეწოდება). თუ გიორგი კეკელიძე ასეთი ცინცხალი მიდგომებისა და ტერმინების დამკვიდრებით აპირებს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის კლასიფიცირებასა და ზოგადად, საბიბლიოთეკო საქმის ხელმძღვანელობას, რა ფართოდაც არ უნდა გაშალოს ბიბლიოთეკაში საკლუბო და პიარ-მუშაობა, მაინც მეეჭვება, იქ დიდხანს გაატანოს. თუმცა , ვინაა მომკითხავი!
(საინტერესოა, ჩემი დასახელებულებიდან კიდევ ერთი წიგნი რომ დარჩა ბრალდებად, იმას რა მანქანებით ,,გააპრავებს"!)
ძვირფასებო! გულის მაგივრად მართლა ქვა კი არ მიდევს მე! აგერ ახლა ,,ვიკიპედიაში" შევიხედე შემთხვევით და ცრემლი მომერია გ. კეკელიძის საცოდაობით.
როცა მოიცალოთ, ერთი, ამ ლინკზე შეიხედეთ, საწყალს რა ცვლილებები შეუტანია ( 08. 06. 2012-ს ) ,,ვიკიპედიაში" - საკუთარ გვერდზე :
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%...%83%AB%E1%83%94
ჩემი ორი დასახელებული წიგნიდან ერთისთვის - 2004 წელს გამოცემულისათვის (,, ძებნა სამოთხის კარისა") მიუწერია ,,არაგავრცელებული გამოცემაო``. არადა, ყოველგვარი გამოსაცემი ცნობა ახლავს იმ წიგნს და როგორც უკვე გაცნობეთ, მისდამი დაქვემდებარებულ საჯარო ბიბლიოთეკაშიც ინახება ეგზემპლარების საკმაო რაოდენობა (ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამოიწეროს და დარწმუნდეს).
ხოლო იმ წიგნზე, რაშიც პრემია მიიღო, 2009 წელს , ანუ ,,ოდებზე`` - მიუწერია ,,დებიუტი ფართო საზოგადოებაში"
ეს რაღაც სრულიად ახალი ფენომენია. ესე იგი: 1. თუ გამოსაცემი წიგნის დედნით ხელში უცნობ-ნაცნობ კრიტიკოსებთან ჩამოირბენ გულამოვარდნილი და წინასწარ წერილებს დააწერინებ, რომ შიგ შეიტანო და მერე დაუყოვნებლივ ,,საბაზე`` წარადგინო საპრემიოდ - ამას ჰქვია ,,"დებიუტი ფართო საზოგადოებაში". 2. ხოლო თუ მხოლოდ ერთ კრიტიკოსს - აწ გარდაცვლილ მიხეილ ქურდიანს შეაწუხებ წინასიტყვაობისთვის, წიგნი ტირაჟითაც რომ გამოვიდეს, ბიბლიოთეკებშიც რომ იდოს, ეს უკვე ,,არაგავრცელებულია`` - ასე ვსთქვათ, შინაურობაში მოსახმარი.( თანაც სიჩქარისაგან რა მოსვლია - ქართულიც სულ დავიწყებია -ენა, რომელზეც ,,არაგავრცელებულს`` ,,გაუვრცელებელი`` ეწოდება). თუ გიორგი კეკელიძე ასეთი ცინცხალი მიდგომებისა და ტერმინების დამკვიდრებით აპირებს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის კლასიფიცირებასა და ზოგადად, საბიბლიოთეკო საქმის ხელმძღვანელობას, რა ფართოდაც არ უნდა გაშალოს ბიბლიოთეკაში საკლუბო და პიარ-მუშაობა, მაინც მეეჭვება, იქ დიდხანს გაატანოს. თუმცა , ვინაა მომკითხავი!
(საინტერესოა, ჩემი დასახელებულებიდან კიდევ ერთი წიგნი რომ დარჩა ბრალდებად, იმას რა მანქანებით ,,გააპრავებს"!)
11. ვაიმე დედა.... :( ვაიმე დედა.... :(
10. სამწუხაროა თუ ასეთი რამ ხდება მაგრამ არ მიკვირს - ეს საქართველოა. თქვენი ლექსები ძალიან მომწონს. თუ ასეთი პრობლემებია ლიტერატურულ სფეროში, რა უნდა იფიქროს დამწყებმა პროზაიკოსმა? :-( ძალიან სამწუხაროა! :-( სამწუხაროა თუ ასეთი რამ ხდება მაგრამ არ მიკვირს - ეს საქართველოა. თქვენი ლექსები ძალიან მომწონს. თუ ასეთი პრობლემებია ლიტერატურულ სფეროში, რა უნდა იფიქროს დამწყებმა პროზაიკოსმა? :-( ძალიან სამწუხაროა! :-(
9. სამაგიეროდ, გიორგი,დანარჩენების პროტეჟეების ნაბჟუტურალს დადებს თავის საიტზე და ა.შ. :))
ნათია პაპიძე. 2012-06-01 12:40:18
კი, გეთანხმები, წლობით გადაღეჭილი მექანიზმია.დედსი რძესავით ერგებათ.
ღმერთმა გაძლება მოგცეთ და ობიექტურობის შეგრძნება არ დაგიკარგოთ ქალბატონო ნინო. სამაგიეროდ, გიორგი,დანარჩენების პროტეჟეების ნაბჟუტურალს დადებს თავის საიტზე და ა.შ. :))
ნათია პაპიძე. 2012-06-01 12:40:18
კი, გეთანხმები, წლობით გადაღეჭილი მექანიზმია.დედსი რძესავით ერგებათ.
ღმერთმა გაძლება მოგცეთ და ობიექტურობის შეგრძნება არ დაგიკარგოთ ქალბატონო ნინო.
8. "არა მგონია რამე შეიცვალოს. jaden. 2012-06-01 17:01:45"
რამე შეიცვლება. ასეთ დარღვევებს მხილება სჭირდება და ამას, ყოველთვის ერთეულები "ბედავენ", ხოლმე. 'სიმართლისთვის დევნულებს"დიდ პატივს ვცემ.
ქალბატონო ნინო, წინა პუბლიკაციაზეც, მიიღეთ ჩემი თანადგომა. "არა მგონია რამე შეიცვალოს. jaden. 2012-06-01 17:01:45"
რამე შეიცვლება. ასეთ დარღვევებს მხილება სჭირდება და ამას, ყოველთვის ერთეულები "ბედავენ", ხოლმე. `სიმართლისთვის დევნულებს"დიდ პატივს ვცემ.
ქალბატონო ნინო, წინა პუბლიკაციაზეც, მიიღეთ ჩემი თანადგომა.
7. ამ ლინკზეც დევს საინტერესო პოსტები:
http://forum.ge/?f=29&showtopic=34396977&st=0
ამ ლინკზეც დევს საინტერესო პოსტები:
http://forum.ge/?f=29&showtopic=34396977&st=0
6. Do, ut des პრინციპით რომ ხდება საქართველოში ყველაფერი თითქმის მივეჩვიე, აღარ მიკვირს სრულებით. მეცინება მხოლოდ. არა მგონია რამე შეიცვალოს.
Do, ut des პრინციპით რომ ხდება საქართველოში ყველაფერი თითქმის მივეჩვიე, აღარ მიკვირს სრულებით. მეცინება მხოლოდ. არა მგონია რამე შეიცვალოს.
5. ფაქტია რომ გარკვეულ ჯგუფებს აქვთ ჩაგდებული "მონოპოლია" და ერთმანეთის ხვევნა–კოცნა–დაჯილდოვებით არიან დაკავებულნი.
სამაგიეროდ, გიორგი,დანარჩენების პროტეჟეების ნაბჟუტურალს დადებს თავის საიტზე და ა.შ. :))
ასე ყალიბდება თანამედროვე ლიტერატურული გემოვნების და ღირებულებების "კატალოგი". ფაქტია რომ გარკვეულ ჯგუფებს აქვთ ჩაგდებული "მონოპოლია" და ერთმანეთის ხვევნა–კოცნა–დაჯილდოვებით არიან დაკავებულნი.
სამაგიეროდ, გიორგი,დანარჩენების პროტეჟეების ნაბჟუტურალს დადებს თავის საიტზე და ა.შ. :))
ასე ყალიბდება თანამედროვე ლიტერატურული გემოვნების და ღირებულებების "კატალოგი".
4. ახლა, როცა ეს წერილი წავიკითხე.. დავსვი კითხვა: - ვინ არის გიორგი კეკელიძე. რატომ არის "საბა 2012" ნომინანტი ვინმე ირაკლი დეისაძეზე ნაკლებად პოპულარული. პასუხი: - ეს საქართველოა.. ცოტა არ იყოს არადამაკმაყოფილებელია. არც ის მინდა ვიფიქრო რომ უწიგნური ვარ ან უინტერესო და საერთოდ არ მესმის და ვკითხულობ ქართულ თანამედროვე ლიტერატურას. ერთი რამ კი უნდა ავღნიშნო.. არცერთ მაღაზიაში წიგნის, მე ეს ავტორი არ შემხვედრია. დასკვნის გამოტანა წაკითხულიდანაც არ მსურს. რატომ განვეწყო მისდამი ცუდად როგორც ავტორისადმი, (პიროვნება ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია) ამიტომ დაველოდები "ყორანის" გარჩევას. ახლა, როცა ეს წერილი წავიკითხე.. დავსვი კითხვა: - ვინ არის გიორგი კეკელიძე. რატომ არის "საბა 2012" ნომინანტი ვინმე ირაკლი დეისაძეზე ნაკლებად პოპულარული. პასუხი: - ეს საქართველოა.. ცოტა არ იყოს არადამაკმაყოფილებელია. არც ის მინდა ვიფიქრო რომ უწიგნური ვარ ან უინტერესო და საერთოდ არ მესმის და ვკითხულობ ქართულ თანამედროვე ლიტერატურას. ერთი რამ კი უნდა ავღნიშნო.. არცერთ მაღაზიაში წიგნის, მე ეს ავტორი არ შემხვედრია. დასკვნის გამოტანა წაკითხულიდანაც არ მსურს. რატომ განვეწყო მისდამი ცუდად როგორც ავტორისადმი, (პიროვნება ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია) ამიტომ დაველოდები "ყორანის" გარჩევას.
3. მადლობა, მაინარდ ძვირფასო! :)
სამწუხაროდ, ტექნიკური შესაძლებლობები ტექსტისთვის გამომსახველობის მინიჭებისა აქ შეზღუდულია - შრიფტის ზომას, გამუქებას და დახრას ვერ ვიყენებ..., არადა ,ვთვლი, რომ ლინკებისა და დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალის მითითება საჭიროა. მადლობა, მაინარდ ძვირფასო! :)
სამწუხაროდ, ტექნიკური შესაძლებლობები ტექსტისთვის გამომსახველობის მინიჭებისა აქ შეზღუდულია - შრიფტის ზომას, გამუქებას და დახრას ვერ ვიყენებ..., არადა ,ვთვლი, რომ ლინკებისა და დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალის მითითება საჭიროა.
2. ექსფლორერში პრობლემა არ არის.
ექსფლორერში პრობლემა არ არის.
1. რთულია საკითხავად. იქნებ გრაფიკული ფორმა გამოასწოროთ. რთულია საკითხავად. იქნებ გრაფიკული ფორმა გამოასწოროთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|