 | ავტორი: ბექზა ჟანრი: პოეზია 7 ივნისი, 2012 |
ახლა, - როგორც არასდროს - ცა საოცრად ჩემფერობს. დღეს უთუოდ იწვიმებს და გახდება ცა მლაშე. როგორც შორი ოცნება, მოსჩანს მთების კენწერო, - თითქოს თეთრი აფრებით მთებმა ცხრა ცა დალაშქრეს.
გამახვევენ ნისლებში, როგორც უცხო სამყაროს, - თანაც ისე ახლოა ცხრა ცის ცხრავე კიდური. და ცაც უკვე მზადაა სევდა გამოალაშქროს, - ვშლი სულს, - როგორც ბაირაღს - ასე მეამიტური...
და ამ სევდის სადინარს ვუმზერ როგორც ცის კიბეს, ვგრძნობ, რომ ჩემს ამ წყვდიადში მაინც რაღაც მახარებს... ბალახივით, - ჩემო სვევ - მიდი მომთიბ-მიმთიბე! ეგებ ვნახო იქით ის, რაც ვერ ვიგრძენ ამ მხარეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|