 | ავტორი: ხუჭუჭა13 ჟანრი: პოეზია 14 ივნისი, 2012 |
დამბლადაცემული წამერთვა ხელ-ფეხი, ირგვლივ განგაშია, ,,უფსკრულში ვეშვებით!’’ -გასძახის რაცია. დაჩლუნგდა გონება, დაჩლუნგდა ნაცია, დანდობა დაგმეს და... თამაში მკაცრია. გრძნობები ნაგავზე, გვიკვირს, რომ ღამეა, გვსურს, ისევ გათენდეს, ბოღმამ დრო გალია. გათანგულ სახეებს დღეს დაღლა აცვიათ, თმაგაშლილს წვიმაში მზის სითბოც დამკლია... ზღვა, თითქოს, მოაპობს ჩემს გულის ნაპირებს, გახურდა ლოდინიც, არ მახსოვს, რა დღეა... წამერთვა ხელ-ფეხი, ეტლში დრო გაჩერდა, დამბლადაცემით გონება(ხომ) არ კვდება! წამერთვა ხელ-ფეხი, ვაზროვნებ, ფაქტია, ლექსიც კი მოვხაზე, არ მახსოვს, რა დღეა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დაჩლუნგდა ნაცია,დაჩლუნგდა. დაჩლუნგდა ნაცია,დაჩლუნგდა.
3. მე გავიგე, ინსულტი დამემართაო.
მე გავიგე, ინსულტი დამემართაო.
1. ვერაფერი ვერ გავიგე სამწუხაროდ. იქნებ სხვამ გაიგოს?... ვერაფერი ვერ გავიგე სამწუხაროდ. იქნებ სხვამ გაიგოს?...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|