ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2008


ემანუელ


გახსოვს  ეგვიპტელი
შავტუხა გოგონა ?
- შენი ეზოსაკენ
მალულად მზირალი,
როცა მოგიხმობდა
დედა-მარიამი:
'' მოდი,ემანუელ,
შვილო.ემანუელ!'

ის გოგო გათხოვდა
და როცა საღამოს
წვრილ-შვილს დააძინებს
და გამრჯე მეუღლეს
ფეხებს ბანს მორჩილი,
ო,ნეტა იცოდე,
როგორ შურს იმ ქალთა,
მენელსაცხებლეთა,
ფეხები თავისი თმით რომ
შეგიმშრალეს!

დე, სხვებმა გიწოდონ
ქრისტე და იესო,
შენ ჩემთვის დარჩები
მუდამ ''ემანუელ''...

მოდი,ემანუელ,
ჩემო ემანუელ!

1992

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები