 | ავტორი: დონკიხოტი ჟანრი: პოეზია 17 ივნისი, 2012 |
როცა დუმდება ყოველი ირგვლივ - წყდება ხმაური - და სიჩუმეში შენს თავს ვერა ცნობ - ტბის ანარეკლზე; - ვინ ოხერია!? - გაიფიქრებ და აუვლ-ჩაუვლი... მერე დასჭექავ: - განვედ სატანავ! ეშმავ დამეხსენ!
მაგრამ ტბის ოვალს ამაოდ უვლი - არ აქვს კარები, მხოლოდ ზეცაა ტბას დამხობილი გამოსავალი: ცდილობ, რომ შენს თავს - ამ ზეცის გავლით - ქეჩოში მიწვდე და გამორიყო მის ნაპირებზე თუნდაც დამხრჩვალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|