 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: პოეზია 19 ივნისი, 2012 |
თვალებს დავხუჭავ სარკის წინ და ღრუბლების წიაღ ვიღაცას ბაგე უთრთოლდება გრძნობამორეულს, შუქი ენთება და ექნება თვალები ღია გალაქტიკაში მომლოდინე სულის ორეულს. ადრე სიყვარულს ვკითხულობდი სტრიქონებს შორის, ახლა კი გრძნობა, როგორც ვალი გასტუმრებული, მხოლოდ შვებაა ცარიელი ან შვების კლონი, ანდა წერილი - სამწერტილით დასრულებული. ფაქიზი ბროლის გასცვეთია კონკიას ქოში, ათას კრისტალად მოცრიატე შუშის ცრემლი და სულია ჩემი, დაკარგული ფერსა და დროში, ამ სამყაროში მოფანტული ფერფლი პეპლიდან. ყალყზე შემდგარი ფაშატივით კლდის ქიმზე ვდგავარ, ჩემს სათრევ ჭაპანს ისევ მარტო მე თუ გავათრევ და წვრილმანებში ათქვეფილი ვიპოვი მთავარს, რასაც ვერც მთხოვ და ვეღარც ძალით ვეღარ წამართმევ. და, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რა ადვილია მიხვდე, რომ შენი გაორება საზღვარს გადასცდა, შენც გაუღიმო სახეს ნათელს და ღიმილიანს და მეგობრებთან გახალისდე ფინჯან ყავასთან. ამოისუნთქო ფილტვებიდან ეს მწარე ბოლი, ქუჩაში უცნობს საუბარი ტკბილი გაუბა, ან სულ უბრალოდ, დღევანდელს და გუშინდელს შორის იპოვო ათი მსგავსება და ათი სხვაობა. ცხოვრების ყველა წვრილმანით რომ ისწავლო ტკბობა, ხელის აქნევით ფიქრებიდან დარდი განდევნო და წვიმის შემდეგ მღვრიე გუბის ნელ-ნელა შრობას, დრო დაივიწყო, უშფოთველად თვალი ადევნო... ყველა გამვლელის ყველა მზერა რაღაცას ნიშნავს, ხვდები, ცხოვრება ცხოვრებისთვის - არის ცდუნება და ამის მერე ცრემლით დასმულ ძახილის ნიშანს დაეკარგება პირვანდელი დანიშნულება. შენც ამ სამყაროს ჩემნაირად თუკი ხედავდი, ალბათ, გესმოდა ჩემნაირად ყოველი სიტყვა, მე გეტყვი მხოლოდ - ძნელი იყო მოსვლა შენამდე, დანარჩენ სათქმელს ჩემს თვალებში ამოიკითხავ. დროს ვერასოდეს მოიყირჭებ - შენთვის განკუთვნილს, ვერც გაჩუმდები, თუნდაც არვინ აღარ გისმენდეს, ჰგავხარ მსახიობს, ფორტუნა რომ გვერდით ჩაუვლის, მაინც ჯიუტად ელოდება აპლოდისმენტებს. ვეცადე, მაგრამ სასურველი მაინც ვეღარ ვთქვი, თუმცა სიტყვების შესაფერისს ვარჩევ რაციონს. როდესაც წასვლა ეპილოგი არის სპექტაკლის, სცენაზე რჩება უსარგებლო დეკორაცია... იმ დროში ვცხოვრობ, უფლისაგან რა დროც მომეცა, ვცხოვრობ, რადგანაც ოცნება და ფიქრი მადროვეს, და სიხარულით ვეშორები ტკივილს, რომელსაც მზისკენ ლივლივით განფენილი სული დატოვებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. <3 უზომოდ მომეწონა მეც თოლიგე.ძალიან ძალიან კარგი ლექსია. <3 უზომოდ მომეწონა მეც თოლიგე.ძალიან ძალიან კარგი ლექსია.
13. <3 უზომოდ მომეწონა მეც თოლიგე.ძალიან ძალიან კარგი ლექსია. <3 უზომოდ მომეწონა მეც თოლიგე.ძალიან ძალიან კარგი ლექსია.
12. ყველას დიდი მადლობა! :) ყველას დიდი მადლობა! :)
11. დროს ვერასოდეს მოიყირჭებ - შენთვის განკუთვნილს, ვერც გაჩუმდები, თუნდაც არვინ აღარ გისმენდეს, ჰგავხარ მსახიობს, ფორტუნა რომ გვერდით ჩაუვლის, მაინც ჯიუტად ელოდება აპლოდისმენტებს. . . . იმ დროში ვცხოვრობ, უფლისაგან რა დროც მომეცა, ვცხოვრობ, რადგანაც ოცნება და ფიქრი მადროვეს, და სიხარულით ვეშორები ტკივილს, რომელსაც მზისკენ ლივლივით განფენილი სული დატოვებს.
ძალიან მომეწონა და წაგარჩეულე. :) დროს ვერასოდეს მოიყირჭებ - შენთვის განკუთვნილს, ვერც გაჩუმდები, თუნდაც არვინ აღარ გისმენდეს, ჰგავხარ მსახიობს, ფორტუნა რომ გვერდით ჩაუვლის, მაინც ჯიუტად ელოდება აპლოდისმენტებს. . . . იმ დროში ვცხოვრობ, უფლისაგან რა დროც მომეცა, ვცხოვრობ, რადგანაც ოცნება და ფიქრი მადროვეს, და სიხარულით ვეშორები ტკივილს, რომელსაც მზისკენ ლივლივით განფენილი სული დატოვებს.
ძალიან მომეწონა და წაგარჩეულე. :)
10. ადრე სიყვარულს ვკითხულობდი სტრიქონებს შორის, ახლა კი გრძნობა, როგორც ვალი გასტუმრებული, მხოლოდ შვებაა ცარიელი ან შვების კლონი, ანდა წერილი - სამწერტილით დასრულებული. -მინდა ვუთხრა ავტორს, რომ ვკითხულობ:), მიუხედავად იმისა, რომ კომენტარი მხოლოდ ერთ ლექსზე მაქვს დატოვებული:) ადრე სიყვარულს ვკითხულობდი სტრიქონებს შორის, ახლა კი გრძნობა, როგორც ვალი გასტუმრებული, მხოლოდ შვებაა ცარიელი ან შვების კლონი, ანდა წერილი - სამწერტილით დასრულებული. -მინდა ვუთხრა ავტორს, რომ ვკითხულობ:), მიუხედავად იმისა, რომ კომენტარი მხოლოდ ერთ ლექსზე მაქვს დატოვებული:)
9. ძალიან კარგია !! ძალიან კარგია !!
8. ფანტასტიური ლექსია! ძალიან მომეწონა 5 ფანტასტიური ლექსია! ძალიან მომეწონა 5
7. მემხსოვს ეს ლექსი და მომეწონა იქაც...5 ლესიდან სიმშვიდე მოდის...მიუხედავად იმისა რომ თიტქმის პროტესტივით ლექსია... საოცრად მშვიდად ამბობს სათქმელს ავტორი...მიყვარს მე ეს თოლიგე..:-*
ჰგავხარ მსახიობს, ფორტუნა რომ გვერდით ჩაუვლის, მაინც ჯიუტად ელოდება აპლოდისმენტებს. ვეცადე, მაგრამ სასურველი მაინც ვეღარ ვთქვი, თუმცა სიტყვების შესაფერისს ვარჩევ რაციონს. როდესაც წასვლა ეპილოგი არის სპექტაკლის, სცენაზე რჩება უსარგებლო დეკორაცია... მემხსოვს ეს ლექსი და მომეწონა იქაც...5 ლესიდან სიმშვიდე მოდის...მიუხედავად იმისა რომ თიტქმის პროტესტივით ლექსია... საოცრად მშვიდად ამბობს სათქმელს ავტორი...მიყვარს მე ეს თოლიგე..:-*
ჰგავხარ მსახიობს, ფორტუნა რომ გვერდით ჩაუვლის, მაინც ჯიუტად ელოდება აპლოდისმენტებს. ვეცადე, მაგრამ სასურველი მაინც ვეღარ ვთქვი, თუმცა სიტყვების შესაფერისს ვარჩევ რაციონს. როდესაც წასვლა ეპილოგი არის სპექტაკლის, სცენაზე რჩება უსარგებლო დეკორაცია...
6. ჩემო თოლიგე, ლექსი უდაოდ ალალი, სუფთა, უანგარო გულიდან მოდის და მასში სწორედ ის ტკივილია, რაც შენმა სულმა განიცადა, ლექსს ვერც მინუსი დაუკარგავს ღირსებას და ვერც პლიუსი შემატებს. ლექსს დრო აფასებს და ჭეშმარიტი მკითხველი. ამას იმიტომ ვწერ, რომ შეფასებების კრიტერიუმებმა გული არ გაგიტეხოს, ყველა მეგობრულ რჩევებს გვაწვდის. მეც მომცა შენიშვნა ტორეადორმა, რაც გავითვალისწინე... მე პირადად ამ ლექსით, მართლა შევიგრძენი შენი განცდილი. პატივისცემით: ჩემო თოლიგე, ლექსი უდაოდ ალალი, სუფთა, უანგარო გულიდან მოდის და მასში სწორედ ის ტკივილია, რაც შენმა სულმა განიცადა, ლექსს ვერც მინუსი დაუკარგავს ღირსებას და ვერც პლიუსი შემატებს. ლექსს დრო აფასებს და ჭეშმარიტი მკითხველი. ამას იმიტომ ვწერ, რომ შეფასებების კრიტერიუმებმა გული არ გაგიტეხოს, ყველა მეგობრულ რჩევებს გვაწვდის. მეც მომცა შენიშვნა ტორეადორმა, რაც გავითვალისწინე... მე პირადად ამ ლექსით, მართლა შევიგრძენი შენი განცდილი. პატივისცემით:
5. ეს ლექსი „ლექსების გამოფენის“ ფინალურ ათეულში შევიდა, ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს. გმადლობთ, რომ კითხულობთ და კომენტარებსაც არ იზარებთ :) ოდიშელო, უმორჩილესად გთხოვ, თუ არ მოგწონვარ, ჩემს გვერდზე ნუ შემოდიხარ, თავი ნუ მომაბეზრე, პატარავ! ეს ლექსი „ლექსების გამოფენის“ ფინალურ ათეულში შევიდა, ამიტომ განსაკუთრებით მიყვარს. გმადლობთ, რომ კითხულობთ და კომენტარებსაც არ იზარებთ :) ოდიშელო, უმორჩილესად გთხოვ, თუ არ მოგწონვარ, ჩემს გვერდზე ნუ შემოდიხარ, თავი ნუ მომაბეზრე, პატარავ!
3. "ფინჯანი ყავა" და "მოიყირჭებ"–ეს არ მომეწონა, ცუდად მოხვდა ყურს.... მე–დეას დავეთანხმები– არ არის ურიგო ლექსი.(+5 გადაჭარბებულად მეჩვენება) ავტორს ძალუძს წეროს და წეროს კარგად–უკეთესის მოლოდინში წარმატებები "ფინჯანი ყავა" და "მოიყირჭებ"–ეს არ მომეწონა, ცუდად მოხვდა ყურს.... მე–დეას დავეთანხმები– არ არის ურიგო ლექსი.(+5 გადაჭარბებულად მეჩვენება) ავტორს ძალუძს წეროს და წეროს კარგად–უკეთესის მოლოდინში წარმატებები
2. არ არის ურიგო ლექსი. + 5 არ არის ურიგო ლექსი. + 5
1. ნორმალური ლექსია, გასაგებიც...მაგრამ მუხტი აკლია, ავტორის ემოცია ნაკლებად მოდის მკითხველამდე. მე ჩემს მაგქსიმუმს ვწერ მაინც ++ :) ნორმალური ლექსია, გასაგებიც...მაგრამ მუხტი აკლია, ავტორის ემოცია ნაკლებად მოდის მკითხველამდე. მე ჩემს მაგქსიმუმს ვწერ მაინც ++ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|