ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიოტა
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2012


პოლიტიკოსი და პოეტი

მეფურ ჭალაში, სადაც ორი ტირის ტირიფი,
პოლიტიკოსი შეხვდა დიდი, პოეტს- უმართავს.
ცას მიაშტერა უცაბედად მზერა ირიბი
და ირონიაგარეული სჯა გაუმართა:

პოლიტიკოსი:

მე მივწვდი, დღემდე მიუწვდომელს ვინც კი ეცადა,
ცისა და მიწის ვიცნობ რადგან ზე-ქვე-დინებებს,
სამყაროს, ვით ქალს, თავშალივით მოვხდი ზეცას და
ამ მზისქვეშეთში ჩამოგიტან,...თუკი ინებებ.

პოეტი:

ნუ ჩქარობ, ხანჯერ დაიოკე ძლევის ჯინები,
აღმართის შემდეგ დაღმართია, ანდა განია.
შენ რასაც იპყრობ, ოცნებობ და ეპოტინები,
დაპყრობილი მაქვს მე ეგენი, კარგა ხანია.

პოლიტიკოსი:

ვით უხორცოსთვის, უცნობია ჩემთვისაც ზაფრა,
უნდა ერთი რამ ვაღიარო...არ მეყო ღონე,
დამიტევია ხელის გულზე სამყარო, მაგრამ
პოეტის ცრემლი ვერ ვიყიდე და ვერ ავწონე.

პოეტი:

უკვდავებასთან ამაოა ძალით ცილობა,
ტიხარს აქეთ-შენ შეიფერე, იქით მე-ტიხარს.
რომც მსურდეს, ჩემი არ დამალავს გულახდილობა,
რამეთი თუ ხარ ჩემზე მეტი-ქისით მეტი ხარ...

ორივე უფლის რჩეულ იყო...და სხვათა შორის,
გულის კუნჭულში რაღაც შურდათ ერთიმეორის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები