ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
25 ივნისი, 2012


სავედრებელი

სვეტო, ღვთივ-აღმართებულო,
თაყვანსა გცემთ მირონ წმიდავ,
სანთელს გინთებთ მუხლს მოვიყრით,
გულს დაგიდევს ჩვენად ბინა.
ზეცის ძალთა ერის მამავ,
ბნელთა  მცველთგან მარად მიცავ,
ერთგულებას შენი ხატის,
ჩემი სულის სარკით ვფიცავ.
ჯვარსა წმიდას პატიოსანს,
რომელს აქებს ძალი ზეცის, 
მარად გულში დავატარებთ,
მშველელია ყველა ვნების.
ყოვლადწმიდავ ღვთისმშობელო,
უმაღლეს ხარ ქერუბიმთა,
მუდამ ქრისტეს მომვლენელო,
უზეშთაეს სერაბიმთა.
არსის ხატო უცვალებლო,
შეუძვრელო ბეჭდის დარად,
ძეო სიბრძნის თაყვანსა გცემთ,
მამისა და სულისა თანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები