ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უდარდელა
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2012


***

ჩემი ბავშობის ოქროს აკვანი,
აწ სამუდამოდ დაკარგულია,
ახალგაზრდობის გავიდა წლები,
ახალგაზრდული მარტო გულია.
და სიჭაბუკის გავიდა ხანი,
წარსულს ჩაბარდა ბავშვობის გედი,
რაღას მიმზადებს წუთისოფელი,
რაზე ჩაფიქრდა მუხთალი ბედი.
ცუდი ხანდისხან კარგი მეგონა,
ლაღად ვიღებდი ეშმაკის კოცნას,
ქაჯეთის ქვეყნად ბინა დამედო
და აღვავლენდი მე ღმერთთან ლოცვას.
დედაო ღვთისავ, სათნო ქალწულო,
ნუ მიწყენ უგნურს, შემინდე ცოდვა,
ჩემი ბავშვობის ხანი გიჟური,
სხვა არრა იყო თუ არა  ბოდვა.
კაცების მოდგმას ასე სჩვევია,
და მეც ერთგანი ვარ იქ ცოდვილი,
ხოლო სასჯელად ასე ჰქონია,
მუდმივი ტანჯვა, მუდმივ ლოდინი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები