ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალაზნისპირელი
ჟანრი: პოეზია
29 ივნისი, 2012


რუსთველს

დადუმებული დავყურებ შენს წიგნს,
და სიხარულით ივსება გული,
შენ ჩაგვინერგე სიცოცხლის ჟინი,
ძმობა, ერთობა და სიყვარული.

შენ დარგე რითმა სიყვარულისა,
ააშრიალე ქართული სული,
უსაზღვრო ძალა პოეზიისა,
დროის წიაღში ამოქარგული.

სპათა სპასპეტო დიადო,
მიჯნურო ცრემლით დამდნარო,
თამარის ბედზე მლოცველო,
და სიყვარულში დამწვარო.

შენ მომღერალო სიცოცხლის,
ქართული სიტყვის მშვენებავ,
იმ დიდ გენიას ვინ მოსთვლის,
რაც  საქართველოს  ეძღვნება.

შენ უმღეროდი რაინდებს,
გმირთა საოცარ ძმობასა,
ლომ-ვეფხვთან ბრძოლით დაღლილებს,
პურობა დარბაზობასა....

სინაზით ქებულ ასულებს,
მათსა განუყრელ დობასა,
ტრფობით ზეცამდე ასულებს,
ლხინსა და თამაშობასა.

რად წახველ საქართველოდან?
რატომ დაგვწყვიტე გულები,
ლექსის მდინარე ჩეროდან,
შენ მოგვიშუშე წყლულები.

სამშობლოს რატომ მოშორდი?
უსიყვარულოდ ვერ ძლებდი,
შენ ალბათ იერუსალიმს,
თამარის საფლავს ეძებდი.

ცრემლი სდის ღვარად ტარიელს,
დაეძებს ნესტან-დარეჯანს,
მოელის ტურფა გამომხსნელს,
გაუღებს გულის კაეშანს.

საძებრად მიდის ავთანდილ,
მის ყმისა ვეფხისტყავისა,
და თინათინის მშვენებით,
უხარის მეტად ჰყვავისა.

ქვაბშიგან ასმათ მოელის,
ტირილით ცრემლ დათხეული,
ნურადინ ძმობით ცნობილი,
ლახვარი გულსა ხეული.

შენ აგვიხდინე წადილი,
რაც საქართველოს ენატრა,
ვერ მოგვერევა მანძილი,
საუკუნენი ღელავდა.

შენ საქართველოს თილისმავ,
და დარდო ენით უთქმელო,
მარად იცოცხლებს სიწმინდით,
შენი სახელი რუსთველო.

ქართული სიტყვის მამაო,
დიადზე დიდო მგოსანო,
შენ პოეზიის აკვანო,
პირად ბროლ-ბადახშოსანო.

დღეს საქართველო შეჰხარის,
შენს სახელს დიდს და საოცარს,
და სიყვარულით უმღერის,
შენს წმინდა ვეფხისტყაოსანს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები