ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: თარგმანი
30 ივნისი, 2012


  ჩამოტვირთვა

Meiko Kaji - The Flower Of Carnage


1.
გარდაცვლილ დილას მარხავს სიცივე - ქათქათა თოვლის -
და მაწანწალა ნაფეხურები ჰაერს უყმუის...
მივდივარ მძიმედ, თან მხრებით დამაქვს ირმის ნახტომი
და ქოლგის მსგავსად, ყველაფერს ფარავს ღამე უკუნი...

მე კი ქალი ვარ: სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე მსვლელი,
ცრემლდაცლილი ვარ მრავალ ბრძოლისგან ბევრი მთვარეა;
ყველა ოცნება, ყველა ვნება და ამ ვნების ცრემლი,
თოვლიან ღამეს; უაზრო ”ხვალეს” დაუფარია...

და ჩემს სხეულსაც ვაძლევ მდინარეს - შურისძიების,
ბევრი მთვარის წინ მოვიშორე ეს ქალური სახე.
2.
ზეცის სახელით, მარცხარნახული ჯარი ძლიერი,
მიემართება თვისი ქვეყნიდან სხვა ქვეყნისაკენ.

და უკვე დროა, რომ მათ დატოვონ სახლი მშობელთა,
მათ გულებს კი, ხმა შეაკედლონ იმედით სავსე;
შვილებს კი ფიცი: მტერს დაამარცხებს ან ხმლით მოკვდება;
ლოდინი - მიწას, მოქალაქეებს, მშობლიურ სახლებს.
3.
მამაც ჯარს კი წინ რა გელით ნეტავ...
იქნებ ალერსიც ვინმეს დასტყუოთ...
სულ არ მადარდებს, არ ვღელავ მეტად,
ჰო, საყვარელო, არ გხდი სათუოდ!

რადგანაც შენგან ათასგზის მიჯობს ეგოისტობა!
ილუზიათა სამყაროს ტყვე ვარ, თუ ოცნებების?
რა ქვია ნეტავ ამ ჩემს სამყაროს? რით შეიცნობა?
როცა მარტო ვარ, ვით პატიმარი, ციხის კედლებში..





Begrieving snow falls in the dead morning
Stray dog's howls and the footsteops of Geta pierce the air
I walk with the weight of the Milky Way on my shoulders
But an umbrella that holds onto the darkness is all there is.
I'm a woman who walks at the brink of life and death
Who's emptied my tears many moons ago.
All the compassion tears and dreams
The snowy nights and tomorrow hold no meaning
I've immersed my body in the river of venegance
And thrown away my womanhood many moons ago
On the behalf of heaven, they're our soldiers, the loyal, invincible and brave.
Now it's time for them to leave the country of their
Parents their hearts buoyed by encouraging voices.
They are solemnly resolved not to return alive, without victory.
Here at home, the citizens wait for you.
In foreign lands, the brave troops
Instead of kindness from someone
I do not care about
I rather prefer selifshness from you my beloved.
Oh, it the world a dream or an illusion?
I am all alone in jail.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები