ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უდარდელა
ჟანრი: პოეზია
30 ივნისი, 2012


***

მე რომ შეგხედე გეძინა მაშინ,
გახვეულიყავ მთვარის სხივებში,
მე ვერ შევნიშნე ეგ ეშხი გუშინ,
ისე გართული ვიყავ ფიქრებში.
ვფიქრობდი მაშინ ჩემს მზაკვარ ბედზე,
ღმერთმა სასჯელად მე რომ მარგუნა,
ვფიქრობდი მაშინ მე ჩემს იღბალზე,
უღბლობამ რომ ასე დათრგუნა.
მთვარის ვერცხლისფერ სხივთა კამარა
და ვარსკვლავების ჩუმი ნათება,
მაგიჟებს შენი ძოწის ტუჩები
და მაგ შავ თვალთა ცეცხლად ანთება.
როცა აისის გაბრწყინდა სხივი,
მაშინ მივედი ტრფობის ტაძართან,
ნეფერტიტიო - ამბობენ ვითომ,
მე კი ხომ ვიცი - ის სენ გბაძავდა.
მე რომ შეგხედე გეძინა მაშინ,
მთვარის სხივები გეფერებოდა,
მერე კი დილით, ცისკრის მიჯნაზე,
მზეს ჩუმად ყურში ეუბნებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები