ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი_ანი
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2012


სადღაც

ახლა თოვლია მთაში
სადღაც ჩამოწვა ზვავი
ალბათ ყმუილიც ისმის
მგლების ცივი და ავი.
ახლა ღამეა ბნელი
ღრუბლების ტყვეა მთვარე
ხევებს ჩაუცვამთ შავი
დარდი რამ დააქვთ მწარე.
სადღაც არაგვი მოჰყეფს
გახელებული ვნებით
გალექებული ჟინით
დავიწყებული სევდით.
სადღაც მოხუცი მარტო
სანთელ დაუნთებს ხატებს
შასანდობარსაც დალევს
სიმთვრალე ცრემლებს ბადებს...
სადღაც ლხინია ჭრელი
სადღაც გლოვაა, ზარი
სადღაცა ალბათ შენც ხარ
ამბავს მამიტანს ქარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები