ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2012


დღე


დღე _ წუთით და საათით ნაკოწიწები,
დღე _ დაღლილი  მილიარდი წამისგან
სრულდება და ლოდინის მოწიწებით
დრო ციფერბლატს მიაბრძანებს ღამისკენ.
გათენდეს და შენსკენ გამოვენთები,
ღმერთმა მხოლოდ ეს ერთი დღე მაკმაროს,
სანამ ისევ, ისევ შევეფეთები
მაგ თვალების უსაყვარლეს სამყაროს.




***
ცა,
მზის ჩასვლით მეწამული
წამწამებზე დავარწიე
და მომედო
მეც ალმური,
ღიმილი რომ დამაწიე.



* * *
ცეცხლს, ნაკვერჩხლებში მინავლულს,
ეფიცხე სითბოს ნაჩვევი.
ვეღარ ივიწყებ სიყვარულს _
ენგურს გადაღმა დარჩენილს.
ზღვის ტალღა თუ არ გილოკავს,
სხვა არაფერი არ შველის
ნატკენი გულის ჭრილობას _
მწიფე ლეღვივით დაფჩენილს.
გაყუჩდი და გაიღიმე,
იშუშე გული ნატკენი...
არც პირველი ხარ, ჭირიმე
და აღარც უკანასკნელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები