ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2012


დალის

ალბათ თვითონაც არ იცოდა როგორ მოტყუვდა,
როცა ბოშებს გამატანა გამოსაზრდელად,
მხოლოდ ხურდად დაიტოვა ჩემი ცრემლები.
მის თითებზე ჩაბღუჯულმა ვერც კი გავიგე როგორ გამიშვა
და მაშინვე თვალს მიეფარა - უცხო ქალაქში.
ქალაქს - ფანჯრიდან გამოქცეული სინათლეების უსასრულობას,
ფეხზე ეკიდა ტკივილი ჩემი.
მე კი - ასე მიტოვებულმა,
ნაცვლად  დავიწყებისა,
იმ ღამიდან დავიწყე მისი დამახსოვრება,
რომ შორეულ უცნობ გზებზე სახეტიალოდ თან წამეყვანა,
ალბათ იმედი თუ მქონდა მისი.
ჰოდა ასე , ჩემს ხსოვნაში ჩასახლებული
წავიყვანე და თან ვატარებდი
მგონი გულით (ზუსტად არ ვიცი).
ის ჩემთან ერთად განიცდიდა დარდს და სიხარულს,
ჩემთან ერთად შიოდა და უსაშველოდ მოწყურებული.
მზიან გუბიდან, მღვრიე წყალსაც ჩემსავით სვამდა.
ჩემნაერი კოშმარები ტანჯავდნენ ღამით,
მასაც უჭირდა მაგრამ დაიწყო,
ბოშებთან ერთდ ცეცხლთან ჯდომა და
სევდიანი მოგონებების დასავიწყევლად ძველი სიმღერა.
თუმცა ძლის წინ მაინც ტიროდა.
მერე კი-
ძალზე დიდი ხნის შემდეგ,
(არ მახსოვს ახლა რა დრო გავიდა)
იქაურობას რომ შევეჩვიე,
ზოგის მიმართ სინაზე და სითბო ვიგრძენი,
ზოგი მომწონდა ზოგი მიყვარდა,
თითქოს ერთ- რთი მათგანი გავხდი
და მომავალი გზების სიშორე მახალისებდა.
ვიდრე ერთხელ
ფანჯრებიდან გამოქცეული სინათლეების უსასრულობას
-არ მივადექით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები