ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო_018
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2012


ბათუმს

და ახლა ბათუმიც ტანსაცმელს შეიხევს,
ტანსაცმელს,რომელიც ოდითგან გარს ეკრა,
რადგანაც,სხეულს უყოფენ შეიხებს,
შეიხებს,რომელიც არავინ გარეკა.
უკვე სიმაღლეში მოერღვა საყელო,
და უკვე სივრციდან ჩაუდის წვეთები,
გაუჩნდა სიმსივნე ახალი სახელის,
შეიხთა ქუჩების,და ანდა კვეთების.
ბოლოს კი სანუგეშოს ვერ ამბობს ტუჩები,
იმ ძველი ბათუმის ახალად ქცეულის,
შემოდის ნელ-ნელა შეიხის ქუჩები,
და ძველმა ქუჩებმა დატოვეს სხეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს