 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 15 ივლისი, 2012 |
გადარჩენილ ოცნებას ვერასძალით ვაბევრებ, რა ხანია, დავეშვით მოკითხვების დონეზე... დონეცკიდან მიკითხვას შემოგითვლის აბელი, მოგწერს, როგორ უყვარხარ, რომ ცხოვრების დონეც კი არის უფრო მაღალი, ვიდრე უწინ ეგონა, საღამოხანს ვაჭრები ახალ ნივთებს ჰყიდიან და აქ ყველას ჰკიდია ქვეყნის არმაგედონი, რადგან თავად ქვეყანას ყველა ერთად ჰკიდია. მოგწერს, როგორ არ ახსოვთ მონღოლეთში ყაენი, ან კი ურეჟისёროდ როგორ დგამენ "ულისეს"... და რომ მსხვერპლშეწირვისას მთვრალი იყო კაენი და რომ ღმერთმა ეშმაკის ხელით გააგულისა. მოგწერს, როგორ აცილებს ყოველ ღამით ქარავანს, როცა ყეფენ გაბმულად მოშიმშილე ძაღლები... როცა დაღლილ უპეებს უძილობა დაფარავს, სწორედ მაშინ ვიძინებ, შენ კი ღმერთთან მაღლდები! მოგწერს, ეოგორ ათევდა აივანზე ღამეებს ანდა როგორ გიგულა მივიწყებულ მთვარეში... ის, რომ ყველა სტრიქონი ისევ უღიმღამოა, თუ დაწერე ფხიზელმა და არ გახსოვს გალეშილს! მოგწერს, თუ რა ამაო, არის ყველა სისხლისღვრა, ის გოგონაც გათხოვდა-ოცნებობდი რომელზეც... და რომ ცივი დონეცკი ვერ შეცვალა თბილისმა, რა ხანია, დავეშვით მოკითხვების დონეზე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. საინტერესოა... საინტერესოა...
2. მომეწონა... წარუმატებლობა
მომეწონა... წარუმატებლობა
1. არ მომეწონა...წარმატებები არ მომეწონა...წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|