ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2012


მერე რა

კივილის მსგავსია
საღამოს შობა, ისე ტლანქია
და... ერთი, ორი, სამი...
ცა, ფერით გავს იას -
მიწიდან ცამდე იერარქიას -
ზედ ყველა ვარსკვლავი;

ვენერის კერტის ჯერაც მწოვარნი,
თავებს ითვლიან ყველანი თითქოს...
ისმის კივილის მსგავსი ხმოვანი:
იქნებ მზემ ჩასვლა გადაიფიქროს?..

შევრიგდეთ ღმერთო! მე ვმარხავ ნაჯახს -
ბრძოლაც არ შედგა, დავმარცხდი ისე.
ლოცვებს ფიჩხივით დავაყრი სანთელს -
მშვიდობის კოცონს -
და...
ღმერთო, მისმენ!?

- დუმილი მოგწონს...

დე! იყოს ომი! -
იტყვი: ”მერე რა!? -
ისევ
კივილი,
საღამოს შობა,
ერთი,
ორი,
სამი...
კერტგადმოყრილი ცაზე
ვენერა
ვარსკვლავთა ჯარი...” -
გამოვიცანი?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები