ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტურაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2012


რწმენა

არც პოეტობას ვიჩემებ,
არცა დავდგები ყირასა,
გულიდან მოსულ ლექსს ვამბობ,
ვიხარებ გულის ჭიასა...

მინდა სამშობლოს ვუცქირო,
აყვვებულს და მზიანსა,
მისთვის გავწირავ სიცოცხლეს,
დავეფარები ტყვიასა...

მთების ხიზანი გავხდები,
ქარაფს ვეწვევი კლდისასა,
მშიერა ვიყო ვაჟკაცი,
ნეკერსა ვჩამდე ხისასა...

თოვლის ნაბადზედ მეძინოს,
ხელ მეყინვოდეს რკინასა,
სადამდეც შევძლებ დავშრეტავ,
თბილ_თბილ სისხლს ჩვენი მტრისასა...

არ დავივიწყებ არასდროს,
სალოცავებსა მთისასა,
მათს ხატზედ მუდამ ვილოცებ,
მწყალობდნენ მათსა შვილასა...

სულ ნაბიჯ – ნაბიჯ დავლახავ,
ლოპოტის ხევებს ტყიანსა,
ვერასდროს ჩაკლავს დუშმანი,
ჩემში სამშობლოს ტრფიალსა...

თუ კი მოვკვდები ბრძოლაში,
ჩავეხუტები მიწასა,
იქაც ხელ – ხანჯლით გამიშვით,
მტერს იქაც ვნახავ ტიალსა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები