ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიინ
ჟანრი: პროზა
24 ივლისი, 2012


მამა გიორგი

      ეზოში ვიყავი დიდხანს... მერე იქვე წყალთან ჩამოვჯექი...
      მიყვარს იქაური  სიმშვიდე...
      ტაძარში შევედი, სანთელი დავანთე და მაცხოვრის ხატთან დავიწყე ლოცვა...
      კარების ჭრიალი მომესმა... ჩემდაუნებურად გაიქცა თვალები კარებისაკენ. სტიქაროსანს ეტლით მოჰყავდა შავებში ჩაცმული კაცი, ქუდი ეხურა, ოდნავ ჟღალი წვერი  ჰქონდა.ბოლომდე ვერ დავინახე,  სტიქაროსანი აეფარა ეტლს... თავი მოვატრიალე, ვიგრძენი, რომ რაღაც გამომრჩა თუმცა, რიდის გამო აღარ შემიხედავს. ლოცვა გავაგრძელე...

  –მამა გიორგი! – ნაცნობი სტიქაროსნის ხმა გავიგონე, – მიმართა ვიღაცას.

  მისასალმებლად  მივიხედე, უკვე ჩემგან მარცხვნივ, – ჟრუანტელმა დამიარა, – ეტლში მჯდომ კაცს ანაფორა ეცვა...
    სულ გადამავიწყდა რიდი, ლოცვა, სულელივით შევყურებდი ამ ადამიანის პატარა ხელებს, ანაფორაში დამალულ ფეხებს ვეძებდი,  თბილი, მომღიმარი სახე,  თვალები –  ტკივილიანი, სევდიანი, იმედიანი, სიცოცხლით სავსე... როგორ დაიტია ამდენი ემოცია მისმა პატარა თაფლისფერმა თვალებმა ნეტავ?
    მის პატარა ხელს გავაყოლე მზერა, გულზე დაკიდებული მოძღვრის ჯვარი შეისწორა, მაგრად მოუჭირა ხელი...
    თვალები ცრემლებით ამევსო. სადღაც იქ, სიღრმეში ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ტაძარში, რომ არ ვყოფილიყავი დავიყვირებდი ალბათ.  სასწრაფოდ გამოვედი ტაძრიდან, იმდენი კითხვა მიტრიალებდა თავში, უფალიც კი ვერ გამცემდა ალბათ, პასუხებს.
    ნუთუ მამა გიორგი ჩემი ყველა კითხვის პასუხი იყო? – ან იქნებ, მხოლოდ ჩემი არა! (-.....)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები