 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 31 ივლისი, 2012 |
შრიალებს პალმა თუ პაპირუსი, ზღვა ღელავს, როგორც ლექსის სტრიქონი, და ცდილობს ტალღა სანაპიროზე, ყველაზე ძველი კენჭი იპოვოს.
მეორე ქუჩა
------ ათასი შუქი გულივით ფეთქავს, მთვარეს ვარსკვლავი მძივივით უჩანს, შეყვარებული ქუჩას რომ ერქვას, მას უნდა ჰკვეთდეს მეორე ქუჩა... ყოველი ბაღი ნელ სურნელს აკმევს, მესმის ჩურჩული - -გიყვარვარ?! - დიახ! შეჰყვარებია სარკმელი სარკმელს, რადგან ცოტა ხნით დატოვეს ღია...
მე ქუჩასავით ღარიბი ვარ --- მე ქუჩასავით ღარიბი ვარ, კვამლის და თუჯის ფერი მიმაქვს, დარდი და სევდა შევაქუჩე ჭრელები როგორც ციცირები, ამ ქუჩას ჩემი თვალები აქვს, ამ ქუჩას ჩემი ხელები აქვს, მივდივართ? არა, მე და ქუჩა მტვრიან სარკეში ვიძირებით...
ჩემს ანდრიას ----- შენა ხარ ჩემი პატარა მტრედი მაგ ფრთებს დიდებით შემოიმოსავ, ვინ უნდა მოგცეს იმაზე მეტი, რაც ღმერთმა ასე უხვად გიბოძა?! ეგ ხელი ჩემი ათინათია, სავალს მინათებს მტკიცედ, ამაყად, ვისაც მოყვასის სითბო აკლია, მას ღმერთი ათბობს ათიათასად... ნაბიჯებს მიფენ ზღაპრულ ნოხებად, ჩემს ირგვლივ ცელქობ ისევ კვიცივით, საწუთრო მკაცრად რომ შემოგხედავს გახსოვდეს ღმერთი მაშინ გიცინის... შენა ხარ ჩემი პატარა მტრედი მაგ ფრთებს დიდებით შემოიმოსავ, ვინ უნდა მოგცეს იმაზე მეტი რაც ღმერთმა ასე უხვად გიბოძა?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. გავიხარებტ ნადირი გავიხარებტ.შენ წერე.
+2+ გავიხარებტ ნადირი გავიხარებტ.შენ წერე.
+2+
11. ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
31 ივლისი, 2012
ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
31 ივლისი, 2012
10. ძალიან კარგებია!
მოკითხვა ბატონ სოსოს! ძალიან კარგებია!
მოკითხვა ბატონ სოსოს!
9. ბრავო!! რაღაც სხვანაირი ხელწერა გაქვს, მსიამოვნებს ამ გვერდზე სტუმრობა ჩემი +2+აპლოდისმენტები წარმატებები ავტორს ბრავო!! რაღაც სხვანაირი ხელწერა გაქვს, მსიამოვნებს ამ გვერდზე სტუმრობა ჩემი +2+აპლოდისმენტები წარმატებები ავტორს
6. მეორე ქუჩა
------ ათასი შუქი გულივით ფეთქავს, მთვარეს ვარსკვლავი მძივივით უჩანს, შეყვარებული ქუჩას რომ ერქვას, მას უნდა ჰკვეთდეს მეორე ქუჩა...
ყოველი ბაღი ნელ სურნელს აკმევს, მესმის ჩურჩული - -გიყვარვარ?! - დიახ! შეჰყვარებია სარკმელი სარკმელს, რადგან ცოტა ხნით დატოვეს ღია...
ეგ ხელი ჩემი ათინათია, სავალს მინათებს მტკიცედ, ამაყად, ვისაც მოყვასის სითბო აკლია, მას ღმერთი ათბობს ათიათასად...
ნაბიჯებს მიფენ ზღაპრულ ნოხებად, ჩემს ირგვლივ ცელქობ ისევ კვიცივით, საწუთრო მკაცრად რომ შემოგხედავს გახსოვდეს ღმერთი მაშინ გიცინის...
ძალიან მომეწონა სოსო... განსაკუთრებით ესენი გამოვარჩიე +++++ მეორე ქუჩა
------ ათასი შუქი გულივით ფეთქავს, მთვარეს ვარსკვლავი მძივივით უჩანს, შეყვარებული ქუჩას რომ ერქვას, მას უნდა ჰკვეთდეს მეორე ქუჩა...
ყოველი ბაღი ნელ სურნელს აკმევს, მესმის ჩურჩული - -გიყვარვარ?! - დიახ! შეჰყვარებია სარკმელი სარკმელს, რადგან ცოტა ხნით დატოვეს ღია...
ეგ ხელი ჩემი ათინათია, სავალს მინათებს მტკიცედ, ამაყად, ვისაც მოყვასის სითბო აკლია, მას ღმერთი ათბობს ათიათასად...
ნაბიჯებს მიფენ ზღაპრულ ნოხებად, ჩემს ირგვლივ ცელქობ ისევ კვიცივით, საწუთრო მკაცრად რომ შემოგხედავს გახსოვდეს ღმერთი მაშინ გიცინის...
ძალიან მომეწონა სოსო... განსაკუთრებით ესენი გამოვარჩიე +++++
5. "ყოველი ბაღი ნელ სურნელს აკმევს, მესმის ჩურჩული - -გიყვარვარ?! - დიახ! შეჰყვარებია სარკმელი სარკმელს, რადგან ცოტა ხნით დატოვეს ღია..."
"ათასი შუქი გულივით ფეთქავს, მთვარეს ვარსკვლავი მძივივით უჩანს, შეყვარებული ქუჩას რომ ერქვას, მას უნდა ჰკვეთდეს მეორე ქუჩა..."
მაგარია.
"ყოველი ბაღი ნელ სურნელს აკმევს, მესმის ჩურჩული - -გიყვარვარ?! - დიახ! შეჰყვარებია სარკმელი სარკმელს, რადგან ცოტა ხნით დატოვეს ღია..."
"ათასი შუქი გულივით ფეთქავს, მთვარეს ვარსკვლავი მძივივით უჩანს, შეყვარებული ქუჩას რომ ერქვას, მას უნდა ჰკვეთდეს მეორე ქუჩა..."
მაგარია.
4. ოჰ ეს ოთხ ხაზიანი პოემები. + - ოჰ ეს ოთხ ხაზიანი პოემები. + -
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|