 | ავტორი: დონკიხოტი ჟანრი: პოეზია 1 აგვისტო, 2012 |
ხან ისე ხდება: აქ ხარ და აქ ვარ, და ერთმანეთთან ნარბენი მზერა, უკვე ფანჯრების მიღმა ცოცავენ. ჩუმად იცვამენ კაბას თუ შარვალს - როცა ერთმანეთს ვერა ვთხოვთ შველას - და ქარვდებიან - გვტკივა როცა ჩვენ...
ოთახში კი ისე ვიგულისხმებით, როგორც სულები სასაფლაოზე, ძვლებს მოგონებად დასტრიალებენ. და ჩვენ ყოველდღე ვხვდებით ისევ იქ... ყოველდღე ვუმზერთ ამ საღამოს მზეს, - აქ ხარ და აქ ვარ: ხდება ხან ესე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|