ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2012


ბანალურია

ბანალურია: მოკვდე უბრალოდ
და გაემგზავრო - დატოვო ყველა.
სულს, ხორცი ისე გადაუმალო
რომ მას აგნებდეს მხოლოდ ზღვის ღელვა.

ბანალურია: უცეცხლო წვა და
ფერფლად გაბნევაც - ბანალურია...
სიკვდილი ასე ვინც განიცადა,
მიწაზე არცერთს არ გაუვლია!

სწორედ ესაა უბანალურო!
სწორედ ეს ნიშნავს გარდაცვალებას!
როცა შენ მკვდარიც დღესასწაულობ:
ხორციდან სულის გამობრძანებას:

ბრძოლით უღლელი გამოიწრთობა:
ბრძოლით უღლელის სიკვდილი მესმის;
მესმის სიკვდილი: ტრფობის პირწონად,
როცა დუელში, - დაგასწრებს: გესვრის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს