ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალქიმიკოსი
ჟანრი: პროზა
6 აგვისტო, 2012


“სისხლისფერი მთვარე“

ღამე,წყვდიადი,სავსე სისხლისფერი მთვარე,ქარი შეუწყვეტელი,დაუნდობელი ქარი.დიდი ლამაზი სახლი, სიბნელეში საზარელ ურჩხულს დამსგავსებული,და ამ სახლის ვერანდაზე მდგომი მამაკაცი რომლის სახე სისხლისფერი შუქითაა განათებული.დგას და უყურებს როგორ მიათრევს ორი მამაკაცი ქალს,რომლის გამოც მას სიცოცხლის დათმობა შეეძლო,რომლის გამოც თვით ეშმაკს მიყიდიდა სულს და რომელმაც უღალატა....,სხვაში გაცვალა.ყველაფერს, ყველაფერს აპატიებდა გარდა ამისა.ის უნდა დაისაჯოს ფიქრობდა იგი, და მისი სასჯელი იქნება სიკვდილი ნელი, მტანჯველი,მტკივნეული, ისეთივე მტკივნეული როგორიც მისი ღალატი.
    კივილი,რომლის თვითეული ბგერა,ყოველი იმპულსი სისხლს ყინავს,გულს აჩერებს,განიჭებს ცხოველურ დაუძლეველ ტკივილს.და მას ტკიოდა,როგორც არასოდეს ცხოვრებაში,ის არ ანებებდა თავს,პირიქით ყოველი წამით იზრედებოდა და უფრო და უფრო განუძლებელი ხდებოდა.და კივილი გაწყდა....და მასთან ერთად ის წვრილი ძაფიც,რაც კაცის სულს სხეულთან აკავშირებდა,ის მოკვდა,არა ფიზიკურად,არამედ სულიერად,ცარიელი დარჩა ყოველგვარი ემოციისა და გრძნობისაგან.
    კაცმა მომზადებული ბაწარი ყელზე გაიკეთა და.......
  სულ მალე,სულ მალე ჯოჯოხეთში შევხდებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები