ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2008


წყალი

გამწყდარო მძივო,
ვერცხლის ნემსო,
პირველსარკეო!

ქალაქის წვიმად ჩამოსულო _
_ არაწმინდაო!

უცებ ერგები ყველა ჭურჭელს,
თუ დაგიტია.
დუნედ მდინარებ გადმოსული,
მაგრამ ანაზდად
თუ ერთ სურვილად შეიკვრები,
უბეს გაუპობ
თავად იმ ქვასაც,
ახლა რომელსაც
თვინიერად
უბეს აგებებ.

წახვალ და ტოვებ
სიცხადეს და სიცარიელეს.

და მეც გესწრაფვი,
ვიდრე თბილი ხარ და მეხვევი,
ვიდრე წყალი ხარ.

ვიდრე დადგები,
ვიდრე ამისხლეტ
ცივ ყინულად გადაქცეული.
     
                        1983

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს