ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაურკვეველი
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2012


მე

  პირველი ზაფხული დასრულდა მეგობარო,პირველი ზაფხული იმ ტყემლის ხის გარეშე,რომელზეც მკვახე ნაყოფს ვჭამდი.პატარა გემრიელი ხე არის. მეექვსე ზაფხული კი ბებოს თუთას ,რომ ვერ გავუგე გემო.ბოლოს მასზე მხეცივით ავედი და ფოთლები დავტოვე მხოლოდ,ენაგაშავებული კი დედისგან საყვედურებიც მივიღე. ყანაში თოთო სიმინდის და სხვისი ეზოდან დიდი ტაროების მოპარვაც არ დამვიწყებია. მახსოვს მზე,რომ  ყანიდან გამოსასვლელ დიდი ზომის ქვებს ახურებდა და არც ისე შორი სივრციდან მესმოდა ახალგაზრდა ქალის ხმა,,რომ ის იყო მისი და საზღვრებს არ უნდა გადავცდენოდი,მაშინ ეს სიტყვები მეგონა მხოლოდ ამ შემთხვევას თუ მოუხდებოდა. ახლა ყველაფერი დიდმა და უხეშმა ბალახმა გადაფარა,კვალიც არ ჩანს იმის რაც იყო ,არადა 45 გრადუს მზეზე გაშავებული და დანაოჭებული ხელები რამდენ საქმეს აკეთებდა ბარით,რომელიც არც კი ვიცი სად არის ახლა. მე არ ვიცოდი რა იყო ბედნიერი წუთები ,იმდენად ჩვეულებრივი და რუტინული მეგონა ეს ყველაფერი. შენ ,რომ გესმოდეს ჩემი..რამდენ უთქმელი სათქმელი მიეკრა სადღაც ყელის დასასრულს და ვერ ვბედავ,საკუთარ თავსაც ვერ ვუბედავ ამას,იმიტომ,რომ ვიცი უპიორველეს ყოვლისა ,მასთან დავაშავე.  მე ,რომ ყოველთვის შემეძლო ტირილი და გულწრფელი საუბარი რა დამემართა იმ დღეს,როცა ჩემს წინ ყველაზე საყვარელი მოხუცი იწვა საწოლზე და იმედიანი თვალებით მიცქერდა. ვერც ცრემლი,ვერც თბილი ...საკუთარი თავით უკმაყოფილონი განა ერთი და ორია და მე ეს ვიცი ,მაგრამ რატომ გვიან ,ყველაფერს გვიან ვაანალიზებ და შენ კარგად იცი რომ ყველაფერი მონანიებად ვერ ჩაითვლება,როცა სიტყვები ღმერთთან წარმოთქმული არაფერს შეცვლის.ბევრი არ მიცხოვრია,არც ბევრი გამომიცდია,მაგრამ გული მტკივა დაკარგულ დღეებზე,ის რაც არ დაბრუნდება და ჩემს უნიჭო ''მე''-ზე ,რომ როცა დასრულდება ცხოვრება,არავინ გაიხსენებს სახელს,რომ ქუთაისში დაიბადა,ცხოვრობდა,არსებობდა ,მაგრამ ვისთვის?უხეირო ადამიანი გამოვედი მეგობარო და მკითხველმა რა იცის ,რომ შენც არ არსებობ,ამდენ რამეს ,რომ გიყვები. მე გამოვიგონე სიყვარული,საკუთარი თავი და შენ. ყველაში ვეძებ სამ არსების ერთობლიობას,მაგრამ თუ რამეს ვიპოვნი  სხვისი საკუთრებასავით მცირე დროში ვკარგავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები