12 საათი არის ,საწოლისკენ გავემართე და შუქი ჩავაქრე.შემდეგ ხელებით დავიწყე ყურსასმენების ძებნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე და ჯანდაბას მეთქი გავიფიქრე ,დღეს მუსიკის გარეშე მომიწევს ფიქრი. ჭერზე ავიხედე და ოქროსფერი ხაზი დავინახე ეს იყო მეზობლის ბინიდან ჩამოსული წყალი.შემდეგ ფარდებში შემოსულ სხივს დავაკვირდი ,რომელიც ქარისგან დაღლილ ფოთლებს ლანდავდა. ავდექი ,ვერ მოვისვენე ,სამზარეულოში შევედი ,წყალი დავლიე და ისევ საძინებელში. სარკესთან გავჩერდი და ფანქრისგან ჩაშავებულ თვალებს დავაკვირდი,გავიცინე ,დავიჭყანე ,თმა ავიჩეჩე,. ბოლოს ფეხებზე დავიწყე ყურება ,განსაკუთრებით მარჯვენა ფეხს ,სადაც დიდი ჭრილობა მქონდა ,გავიფიქრე მალე გამივლის ტკივილი მეთქი და ფანჯარასთან მივედი. შემოდგომა ფეხაკრეფით შემოდიოდა ,ხეს ავხედე სადაც ფოთოლი დავამაგრე 22 აპრილს ,ზედ ინიციალები ეწერა ჩემი და მისი. ფოთოლი დამჭკნარი იყო ,ჩამოვხსენი და გადავაგდე.ცას ავხედე და მამაო ჩვენოს თქმა მომინდა,ვთქვი კიდეც,უბრალოდ საკუთარი თავის შემრცხვა,რომ ბოლოს კარგად ვერ ვილოცე და ხშირად ათეისტური აზრები სისხლამდე ჩადიოდა,მანამ ვიდრე სული არ შემაწუხებდა და ისევ გონს არ მოვეგებოდი. ერთი ვარსკვლავი ,ერთი იმედი და ერთი სიყვარული მინდოდა ,რომლის ადრესატი ღმერთი იქნებოდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. "ერთი სიყვარული მინდოდა ,რომლის ადრესატი ღმერთი იქნებოდა."
გისმინოს უფალმა! ++++ "ერთი სიყვარული მინდოდა ,რომლის ადრესატი ღმერთი იქნებოდა."
გისმინოს უფალმა! ++++
3. მადლობა ბენჟამენ. მანანა კაკაჩია. >>> ფანჯრიდან,რომ გადავიხედე ხე დგას თუთის ხე რომლის ტოტები ლამის ფანჯარაში შემოდის. დიახ განსაკუთრებით მარჯვენა ფეხზე . მადლობა ბენჟამენ. მანანა კაკაჩია. >>> ფანჯრიდან,რომ გადავიხედე ხე დგას თუთის ხე რომლის ტოტები ლამის ფანჯარაში შემოდის. დიახ განსაკუთრებით მარჯვენა ფეხზე .
2. საძინებლიდან ხეზე ფოთოლი როგორ ჩამოხსენი?
ბოლოს ფეხებზე დავიწყე ყურება ,განსაკუთრებით მარჯვენა ფეხს ,სადაც დიდი ჭრილობა მქონდა----გასამართია ეს წინადადება.
წარმატებები. საძინებლიდან ხეზე ფოთოლი როგორ ჩამოხსენი?
ბოლოს ფეხებზე დავიწყე ყურება ,განსაკუთრებით მარჯვენა ფეხს ,სადაც დიდი ჭრილობა მქონდა----გასამართია ეს წინადადება.
წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|